Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თინუსი ავოკადოთი

საჭირო მასალა: 2 ს.კ. ქუნჯუთის მარცვალი, 2-3 ს.კ. მაიონეზი, 1 ს.კ. ფორთოხლის წვენი, 4 ს.კ. სოიის სოუსი, 1 ს.კ. ვასაბის პასტა ან მდოგვი, 15 გ ნედლი ჯანჯაფილი, 500 გ თინუსის ფილე, 2 ცალი ავოკადო, 1 კონა მწვანე ხახვი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ქუნჯუთის მარცვლები უცხიმოდ მოვხალოთ. ავურიოთ მაიონეზი, ფორთოხლის წვენი, სოიის სოუსი, ქუნჯუთის მარცვლები, გახეხილი ჯანჯაფილი და ვასაბის პასტა. თინუსის ფილე გავრეცხოთ, შევაშროთ და ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ავოკადოს ამოვაცალოთ კურკა და წვრილად დავჭრათ. მომზადებული ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანე ხახვი. მოვასხათ სოუსი და პატარა ულუფებად მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.