Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხახვისა და ლუდის წვნიანი მობრაწული ყველით

პროდუქტები:
 
 50 გ კარაქი
150 გ ხახვი
1 კბილი ნიორი
1/2 ს/კ შავი შაქარი
10 გ ფქვილი
3 გ პაპრიკა (ტკბილი წიწაკის ფხვნილი)
100 მლ ღია ფერის ლუდი
500 მლ ფრინველის ნახარში
წიწაკა, მარილი, ძირა გემოვნებით
1 ლიმონი
2 ნაჭერი თეთრი პური
50 გ ჰოლანდიური ყველი
რამოდენიმე ღერი ნიახური
 
მომზადება:
 
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში ან ქოთანში, კარაქში ნახევრად მოვშუშოთ, დავუმატოთ ოხრახუში ცოტა შაქართან ერთად და ძალიან დაბალ ცეცხლზე მანამდე ვშუშოთ, სანამ კარამელიზაცია არ დაიწყება, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, წითელი წიწაკა, ფქვილი და თან ვურიოთ, შემდეგ დავასხათ ლუდი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ ფრინველის ნახარში და 15 წუთი ვხარშოთ, შემდეგ შევაზავოთ მარილით, წიწაკით, ძირათი, ლიმონის წვენით და გადმოვდგათ ცეცხლიდან, ზემოდან დავაწყოთ თხელი პურის ნაჭრები ჰოლანდიური ყველით და 3 წუთის განმავლობაში შევდგათ ღუმელში რომ მოიბრაწოს ზედაპირი.
 
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com
 
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული