გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი, 2014 - 20:52
საჭირო მასალა: 1 კგ თევზის ფილე, 1 თავი ხახვი, 250 გ ქამა სოკო, 2 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 2 პამიდორი, 300 გ კრემ-ფრეში, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, წიწაკა და მარილი – გემოვნებით, კარაქი – ხახვის მოსაშუშად.
მომზადება: ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო და ვშუშოთ, სანამ სითხე არ დაშრება. მასა შევაგრილოთ. თევზის ფილე მოზრდილ ნაჭრებად დავჭრათ. პამიდორი და წიწაკა წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ მოშუშული ხახვი და სოკო, დაფნის ფოთლები, ღვინო, წიწაკა და მარილი. მარინადში ჩადებული თევზი 1-2 საათით მაცივარში მოვათავსოთ, შემდეგ ავურიოთ კრემ-ფრეში და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით შევდგათ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი