გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი, 2014 - 11:47
საჭირო მასალა: 2 ცალი კვერცხი, 200 გ შაქარი, 2 ს.კ. ვანილის შაქარი, 100 გ ფქვილი, 100 გ სახამებელი, 2 ს.კ. დაფქული ანისულის ვარსვლავი.
მომზადება: კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი ძალიან კარგად ავთქვიფოთ, სანამ არ გათეთრდება. დავაყაროთ ერთად არეული ფქვილი, სახამებელი და ანისული.
ცომი კოვზის საშუალებით მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ თუნუქის ფურცელზე და ასე გავაჩეროთ 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი