Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შეხვედრა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რთველი-2018-ის საორგანიზაციო საკითხები და ღვინის სექტორის მმართველობის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა.

მინისტრის შეფასებით, გასული წლის მიდგომამ, როდესაც სახელმწიფო აღარ ჩაერია ჩასაბარებელი ყურძნის ფასების დადგენაში, შედეგი გამოიღო და ბაზარმა თავად დაადგინა ფასები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახა დარგის განვითარების მდგრადობაზე. 2018 წლის რთველი ჩაივლის  სუბსიდირების გარეშე და სახელმწიფო, ღვინის ეროვნული სააგენტო სახით, რთველის პროცესში ჩაერთვება  ორგანიზების, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  დონეზე.

ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის რეფორმისა და მართვის ახალი სისტემის ოფიციალური წარდგენა  გააკეთა. მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიზანია დარგის განვითარება იყოს უფრო მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული კომუნიკაცია თითოეულ დარგთან, მათ შორის, მეღვინეობის დარგთან, რომელიც პრიორიტეტულია. მეღვინეობის ინდუსტრია საინტერესო გახდა ინვესტორებისთვის, რაც  გასულ წლებში განხორციელებული რეფორმების სისწორეზე მიუთითებს. თუმცა, დარგის განვითარება საჭიროებს ახალ მუხტს და ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი ბევრ მნიშვნელოვან ბაზარზე, მაგრამ ჩვენ გვინდა ახალი დინამიზმის შემოტანა და შესაბამისად რეფორმების გატარება დარგის მარეგულირებელ სტრუქტურაში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის სექტორის რეფორმის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, ატაშე კრისტინა კასელა ესაუბრა.

ღვინის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. გასულ წელს FAO-ს ექსპერტების მიერ შემუშავდა ღვინის სექტორის მართვის მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობას, სადაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესების თანაბრად წარმოდგენას. რეფორმის მიზანი ღვინის ინდუსტრიის განვითარება და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული