გამოქვეყნებულია: 2 ივლისი, 2014 - 00:47
საჭირო მასალა: 120 გ ალუბალი, 2 ს.კ. შაქრის პუდრი, 3 კვერცხი, მწიკვი მარილი, 70 გ შაქარი, 250 გ ხაჭო, 2 ს.კ. ლიმონის ცედრა, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 40 გ ვანლის პუდინგის ფხვნილი, 20 გ ფქვილი, მწიკვი ვანილი.
მომზადება: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა და მწიკვი მარილი ღრუბელივით ავთქვიფოთ. შაქარი და კვერცხის გული ცალკე ავთქვიფოთ. დავუმატოთ ხაჭო, ლიმონის ცედრა და წვენი, 30 გ პუდინგის ფხვნილი, ფქვილი, ვანილი ავურიოთ და ცილის მასას შევურიოთ. 10 ცალ მაფინის ფორმაში გადავანაწილოთ ცომი, ზედ დავაყაროთ კურკაგამოცლილი ალუბლები, მოვაყაროთ დარჩენილი პუდინგის ფხვნილი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. გაგრილებულ მაფინებს შაქრის პუდრი მოვაყაროთ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი