Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორაგული შამპანურში

 

საჭირო მასალა:300გ ორაგულის ფილე, 4 ს.კ. შამპანური, 1 მოზრდილი თავი ხახვი, 1 ცალი ლიმონი, 5-6 მარცვალი თეთრი და შავი პილპილი, 0,5 ჩ.კ. ორეგანო, მარილი - გემოვნებით. საწებლისთვის - 1 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. ფქვილი, 1 ჭიქა თევზის ბულიონი, 1 ჭიქა რძე, მარილი წიწაკა - გემოვნებით.

მომზადება:თევზის ფილეს დავასწუროთ ლიმონი, მოვასხათ შამპანური, დავუმატოთ ძალიან წვრილად დავჭრილი ხახვი და მოვათავსოთ მოვაყაროთ სანელებლები, მოვასხათ შამპანური და რამდენიმე საათით დავდგათ მაცივარში. დამუჟუჟებული თევზი ორთქლზე მოვხარშოთ ან ფოლგაში გავახვიოთ და ღუმელში შევწვათ. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავაყაროთ ფქვილი და მოვშუშოთ, ნელ-ნელა ვამატოთ შემთბარი რძე და თევზის ბულიონი, თან ვურიოთ. როდესაც მასა შესქელდება, მივიყვანოთ მოდუღებამდე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავუწყოთ მარილი და პილპილი. მომზადებული საწებელი მოვასხათ ორაგულის ფილეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული