Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კოლკანონი – ირლანდიური პიურე

საჭირო მასალა: 8 ცალი კარტოფილი, 1 პატარა თავი კომბოსტო, 1 კონა მწვანე ხახვი, 4-5 ს.კ. კარაქი, 4 კვერცხი, 4 ს.კ. მაგარი, გახეხილი ყველი, 4 ს.კ. ნაღები, მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი დავჭრათ, ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და 15-20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ, შემდეგ წყალი გადავწუროთ და 1-2 წუთი გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე, რომ წყალი ბოლომდე ამოშრეს. კომბოსტოს მოვაცალოთ გარეთა ფოთლები, გავჭრათ შუაზე, ამოვაჭრათ გული და წვრილად დავკეპოთ. კომბოსტო მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და 10 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ და წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. კარაქი, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში. შევათბოთ ნაღები. ცხელი კარტოფილი იმავე ქვაბში ჩავზილოთ, რომელშიც იხარშებოდა, დავუმატოთ ნაღები, 2 ს.კ. კარაქი, ჯავზი და გავაკეთოთ პიურე. პიურეს შევურიოთ კომბოსტო და ხახვი, გავუწყოთ მარილი და პილპილი. ფორმას წავუსვათ ცხიმი. შიგ მოვათავსოთ პიურე. ოთხ ადგილას გავუკეთოთ ჩაღრმავება და 10 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ გამოვიღოთ, თითოეულ ჩაღრმავებაში ჩავახალოთ კვერცხი, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კიდევ 10 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.