Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობის ახალი რეგიონი

მსოფლიო მეღვინეობის რუკას მალე ალბათ კიდევ ერთი რეგიონი შეემატება – კოსტა-რიკაზე ღვინის მეურნეობის გამართვას და წარმოების დაწყებას გეგმავენ. კერი დამსკი (Kerry Damskey), ნაპას ველელი მეღვინე და ინდოეთში Sula Vineyards –ის კონსულტანტი, რომელიც ამ მიზნით იკვლევდა კოსტა-რიკის ტერიტორიას, მივიდა დასკვნამდე, რომ ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე განლაგებული ზოგიერთი რაიონი ზედგამოჭრილია ვენახების გასაშენებლად. დამსკის თქმით, მან არჩევანი ჯერჯერობით აუთვისებელ ნიშაზე შეაჩერა და თუ პროექტი გაამართლებს, მაშინ იქ წელიწადში, სავარაუდოდ, 15 ათასი ყუთი ღვინის წარმოება იქნება შესაძლებელი.

 ,,ტროპიკულ და მთიან რეგიონებში ვენახის გაშენების საკმაო გამოცდილება მაქვს, ეს პროექტი Sula-ს მარანში შესრულებული სამუშაოების იდეალურ გაგრძელებად მესახება. 1800 მეტრის სიმაღლეზე დაბალი ტემპერატურა იქნება, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ყურძნის წითელი ჯიშები კარგად დამწიფდეს. ასეთი ჯიშის ყურძნისგან ჩვენ Amarone –ს სტილის ღვინოების წარმოებას ვგეგმავთ,” – განაცხადა დამსკიმ. ტერიტორია, რომელზეც მეღვინე საუბრობს, ისრაელელ ბიზნესმენს, სამანტ რაჯეევს (Samant Rajeev) ეკუთვნის, სწორედ მასთან ერთად აპირებს იგი 2011 წლის დეკემბერში ვაზის ჯიშები: სოვინიონ ბლანი, სირა, გრენაში, პინო ნუარი და კაბერნე სოვინიონი გააშენოს.

 რაჯეევი და დამსკი ძველი პარტნიორები არიან – რაჯეევი Sula Wines –ს ხელმძღვანელობს და თავდაჯერებული ექსპერტების არაკეთილსაიმედო პროგნოზების საწინააღმდეგოდ, აგერ უკვე ათი წელია, დასავლეთ ინდოეთში წარმატებით აწარმოებს ღვინოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული