Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალმახი ნუშის სოუსით

კალმახს გავასუფთავებთ, შუაზე გადავხსნით და ფხას ამოვაცლით. ტაფაზე შევწვავთ ორივე მხრიდან, ოღონდ ძალიან სწრაფად რომ არ გამოშრეს და ცხიმისგან კნაწუნა ქერქი არ გაიკეთოს.

შემდეგ ვაკეთებთ სოუსს:
250გრ არაჟანი
2 ს/კ თეთრი ღვინო,
10-15 ცალი ნუში
მარილი
ნუშს დავასხავთ მდუღარე წყალს და გავაჩერებთ 1,5 საათი. გავფცქვნით და დავჭრით (როგორც ნიგოზს გოზინაყისთვის). ნუშს შევურევთ არაჟანს, ღვინოს და მარილს. ყველაფერ ამას წავუსვამთ შემწვარ კალმახს და 10-15 წუთით შევდგავთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. თევზმა და სოუსმა ღუმელში ფერი არ უნდა შეიცვალოს და არ უნდა გომოშრეს.
 
 © abelo

 

თემა:
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული