Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერი (ქარვისფერი), იბერიელი, 2012

ქვევრში დაყენებული გურული ჩხავერიც გამოჩნდა ქართული ღვინის ჩამონათვალში. აცანაში დამზადებულ ქვევრშია ღვინო დაყენებული, ტრადიციული, ქართული წესით. ღვინო დაწურულია ჩოხატაურის რაიონის სოფლებში მოკრეფილი ჩხავრიდან, სოფელ დაბლაციხეში, ზურაბ თოფურიძის მარანში, რომელმაც ჩხავრის უკვე მესამე ვინტაჟი ჩამოასხა. მოოქროსფერო მკრთალი ქარვისფერია, მოტკბო სურნელებით, სადაც მოხალული გოგრის თესლი და ლიმნის ცედრა დომინირებს. მაცოცხლებელი მჟავიანობა აქვს, დაბოლოებაში მცირედ კვამლის ტონებსაც იგრძნობთ. საუკეთესოა მდინარის შემწვარ კალმახთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული