Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფარგა პამიდვრით

საჭირო მასალა: 2 თავი წითელი ხახვი, 300 გ პამიდორი ჩერი, 700 გ ფარგას ფილე, 3 ს.კ. ფქვილი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 125 მლ თეთრი ღვინო, 200 მლ ნაღები, 3 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, 2 ღერი კამა, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი ძალიან წვრილად დავჭრათ. პამიდორი გავრეცხოთ და გავამშრალოთ. თევზის ფილე 2X2 სმ-ის ნაჭრებად დავჭრათ. თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და ფქვილში ამოვავლოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ ზედ თევზის ნაჭრები და მაღალ ცეცხლზე დავბრაწოთ. თევზი გადმოვიღოთ თეფშზე, ტაფაზე კი ხახვი და პამიდორი მოვათავსოთ. 1-2 წუთის შემდეგ დავუმატოთ ნაღები, ღვინო და კიდევ 2 წუთი ვშუშოთ. სოუსს დავუმატოთ მდოგვი, თევზი და 1 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავაყაროთ მარილი, წიწაკა და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.