Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი არგენტინულად

საჭირო მასალა: 1 ცალი 1 კგ-იანი თევზი (დორადა, კალმახი და სხვა), 1 ს.კ. ქინძის თესლი, 2 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვლები, 1 ჩ.კ. კამის მარცვლები, რამდენიმე ღერი ბეგქონდარა და ოხრახუში, 1 ლიმონი, 2 კვერცხის ცილა, 4-6 ს.კ. წყალი, 1,5-2 კგ მარილი. სალსასთვის – 2 ს.კ. კაპარი, 2 ს.კ. უკურკო მწვანე ზეთისხილი, 1 კონა ოხრახუში, 50 მლ ზეითუნის ზეთი, 1 ლიმონი.

მომზადება: სანელებლები მსხვილად დავფქვათ. ღუმელი გავახუროთ 230 გრადუსზე. თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და შევაშროთ. არ მოვაშოროთ ქერცლი და ფარფლები. შემდეგ ამოვავლოთ სანელებლებში. მუცელში ჩავუწყოთ მწვანილის ღერები და ლიმონის ნაჭრები. ცილა და წყალი გავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი. ნარევი უნდა წააგავდეს სველ თოვლს. ფოლგაჩაფენილ ფორმაში მოვათავსოთ მარილის 1/3 ნაწილი, დავდოთ თევზი და ზედ დანარჩენი მარილი გადავანაწილოთ. თევზი მთლიანად უნდა დაფაროს მარილმა. შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. მოვამზადოთ სალსა – თასში ავურიოთ წრეებად დაჭრილი ზეთისხილი, დაკეპილი ოხრახუში, კაპარი, ლიმონის ცედრა და წვენი. როდესაც თევზი შეიწვება, გამოვიღოთ და 10 წუთის შემდეგ გავტეხოთ მარილიანი ზედაპირი. მარილის ფენა საკმაოდ მკვრივია და საამისოდ სამზარეულოს ჩაქუჩი გამოვიყენოთ. თევზს ავაცალოთ კანი და ფილე სალსასთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.