Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წუხელ თელავისა და ყვარლის რაიონები დაისეტყვა

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში კახეთში გადაუღებლად წვიმდა. მოგვიანებით მოსულმა სეტყვამ კი თელავისა და ყვარლის რაიონები მნიშვნელოვნად დააზარალა.

ყვარლის რაიონის სოფელ ენისელის ვენახების 100%-ი, რომელიც ჯერ მოსაკრეფი იყო თითქმის განადგურებულია.

დაისეტყვა თელავის რაიონის სოფლები: წინანდალი, ქვემო ხოდაშენი და ბუშეტი. აქ ვენახების 60%-ია დასეტყვილი.

ვენახების გარდა მნიშვნელოვნად დაზიანდა სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

 

სტიქიამ დააზარალა ქ. თელავიც. წაქცეულია ელექტრო ბოძები და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამ დროისთვის ელ-ენერგია არ მიეწოდება. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კი საცხოვრებელი სახლების  პირველი სართულები დატბორილია.

“დღესვე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და არსებულ მონაცემებს ცენტრალურ ხელისუფლებას წარუდგენ” - განუცხადეს რადიო ჰერეთს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

 

© რადიო „ჰერეთი“

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.