Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული და სხვა რჩეული ღვინოები ავსტრალიური ჟურნალის მიმოხილვაში

ავსტრალიური გამოცემა Sydney Times განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებულ ღვინოებს, მათ შორის – ნიმუშებს საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიისა და უნგრეთის ქვეყნებიდან. სტატიის ავტორი ქართული ღვინის ტრადიციულ მეთოდებზე ამახვილებს ყურადღებას და “თბილვინოს” წარმოებულ ღვინოებს განიხილავს, თუმცა, ამასთან ერთად, ფართოდ მიმოიხილავს საერთაშორისო რჩეულ ღვინოებსაც.

სტატიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საქართველოს ეთმობა. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ღვინის ისტორია 8,000 წელს ითვლის და ქვევრის ტრადიციული მეთოდით დავარგებული ღვინოები თანამედროვე გურმანებისთვისაც განსაკუთრებული აღმოჩენაა. ავტორი საუბრობს სამი განსხვავებული მეთოდით დაძველებულ წითელ ღვინოზე: “ეს ღვინოები ფოლადში, მუხის კასრებსა და ქვევრშია დავარგებული. გამოვარჩევდი 2021 წლის ქვევრში დაძველებულ საფერავს, რომელსაც კარგი, კომპლექსური, მეტად ტანინიანი და ხავერდოვანი ხასიათი აქვს, უჟანგავში დავარგებულ ღვინოზე მეტად კომპლექსურია და სიტკბოც მეტი აქვს. ძალიან კარგია ასევე ევროპული კლასიკური წესით წარმოებული საფერავი უჟანგავ ფოლადში, რომელსაც შოკოლადის სასიამოვნო ნოტები აქვს.”.

სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფრანგული ღვინოებს, განსაკუთრებით სამხრეთ რონის რეგიონს მიმოიხილავს ავტორი. Gigondas – მდიდარი წითელი ღვინო, რომელსაც ავტორი ყავისა და შოკოლადის ნიუანსებით ახასიათებს. Châteauneuf-du-Pape – “კლასიკური ფრანგული ღვინო, რომელიც თავისი სიღრმითა და მუხის დაბალანსებული არომატებით გამოირჩევა”.

იტალიური ღვინოებიდან განსაკუთრებით აღნიშნავს. Barbera d’Alba Vigna Scarrone – “შავი ალუბლის, წიწაკისა და სუნელების ნაზავი იგრძნობა, რომელიც ძალიან ენერგიული და დახვეწილი გემოს პროფილით გამოირჩევა”.Amarone della Valpolicella – მდიდარი, ტკბილი ღვინო, რომელსაც ძალიან უხდება ჩირის, ხილისა და მარწყვის ნოტები..

უნგრული ტოკაის ღვინოებს სტატიის ავტორი საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს. Tokaji Aszú 2019 – “ღვინო, რომელიც ატმის, მარწყვისა და თაფლის არომატებით გამოირჩევა და უნგრეთის ღვინის ტრადიციების სრულყოფილ ნიმუშად მოიხსენიება.” Furmint Dry –ეს  უნგრული მშრალი ღვინოა, რომელშიც ციტრუსის, მწვანე ვაშლისა და თაფლის სასიამოვნო სურნელებს აღმოაჩენთ.

სტატია მსოფლიოს სხვადასხვა მეღვინოებებს ახასიათებს, თუმცა განსაკუთრებულ ადგილს ქართულ ღვინოებს უთმობს, როგორც მეღვინეობის უძველესსა და დღემდე საინტერესო კულტურას. ავტორი მკითხველს ურჩევს, არა მხოლოდ ქვევრის მეთოდით დავარგებული ღვინოები დააგემოვნოს, არამედ ყურადრება მიაქციოს მუხის კასრსა და უჟანგავ ფოლადში წარმოებულ ღვინოებსაც. სტატიის დასასრულს კი დასძენს: “საქართველო თანამედროვე გურმანებისთვის არა მხოლოდ მეღვინეობის ტრადიციული ცენტრი, არამედ ინოვაციური და გლობალურად აღიარებული ქვეყანა ხდება”.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული