Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამომცხვარი ქათამი პამიდვრითა და წიწაკით

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2 ცალი დიდი, ტკბილი წითელი წიწაკა, 4 ნაჭერი (500 გ) ქათმის ფილე, 1 ს.კ. ზეთი, 370 გ ბოსტნეულის ხიზილალა (წიწაკის, ბადრიჯნის და ა.შ.), 150 გ გრძელი ბრინჯი, 100 გ ფეტა, 2-3 ღერი ოხრახუში, მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადება: ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. წიწაკა საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.  ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ ზედ ქათმის ფილე და თითო მხარეზე 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ. ხორცი ამოვიღოთ, ამავე ცხიმში ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. 3 წუთში დავუმატოთ ბოსტნეულის ხიზილალა, შევანელოთ მარილითა და წიწაკით. ბრინჯი ჩავყაროთ 300 მლ მდუღარე მარილიან წყალში და თავდახურული ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. სოუსის 2/3 საცხობ ფორმაში მოვათავსოთ, ზედ დავაწყოთ ქათმის ფილეს ნაჭრები და ზემოდან დანარჩენი სოუსი გადავანაწილოთ. თავზე მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. მზა კერძს მოვაყაროთ ოხრახუში და სუფრაზე ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული