Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია პარიზში

16 დეკემბერს, 14:00 - დან 18:00 საათის ჩათვლით საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი პარიზში საშობაო ღვინის დეგუსტაციას მართავს.

მასპინძელი Soif D’Ailleurs–ია, 38, Rue Pastourelle 75003. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინოები ქვეყნის რამდენიმე ღვინის რეგიონიდან – კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია. მშრალი წითელი და ვარდისფერი ღვინოები - საფერავი, თავკვერი, ჩხავერი, ოცხანური საფერე. მშრალი თეთრი და ქარვისფერი ღვინოები - რქაწითელი, ცოლიკოური, წინანდალი, ჩინური, ქისი, ხიხვი. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან პარიზის ღვინის რესტორნების და ბარების მფლობელები, მათ შორის ისინიც, ვინც უკვე სთავაზობს თავის მომხმარებელს ქართულ ქვევრის ღვინოებს. ასევე იქნებიან მოწვეული სომელიეები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 14:00 – 17:00 პროფესიული დეგუსტაცია გაიმართება. 17:30 წუთზე მოწვეული სტუმრები და დიასპორის წარმომადგენლები დააგემოვნებენ ქვევრის სხვადასხვა ღვინოს.

დეგუსტაციაზე გამოიფინება იქნება ახალგაზრდა ქართველი არტისტის ნამუშევრები. ღონისძიება დასრულება ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტით.

დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებენ მარნები: ანაპეა, დემის მარანი, დორემი, ლომთაძის საოჯახო მარანი, კასრელი, შალვინო, ბრუალე, Georgian Legend, წინანდლის მამული, ყვარელი 2017, შმაგი ავალიშვილი, ბუნებური, გაიოზ სოფრომაძე, კალამი, ენკენი - ლაშა გურულის მარანი, დავით ჩიხლაძის მარანი, ასევე ახალი მარნები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ახალგაზრდა მეწარმის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდნენ და რამოდენიმეს ღვინო უკვე იყიდება პარიზის რესტორნებში: ევგენია გრიგორიევა - მარანი კაპისტონი/საგურამო, დავით თადუმაძე - არმაზი, ივერი ბერიძე - ქედა, თამარ ბოლქვაძე - აჭარისწყალი, ლაშა მუმლაძე - ლაგოდეხი. სულ 21 მწარმოებლის 30 დასახელების ღვინო.

დეგუსტაციები ახალ წლამდე გაგრძელდება სხვა რესტორნებშიც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული