Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველით კმაყოფილი მთავრობა და უკმაყოფილო გლეხები

ზვიად რუაძე (კახეთიდან)

წესით კახეთში "რთველი 2007" გადამწყვეტ ფაზაში უნდა იყოს შესული, მაგრამ იმის გამო, რომ ყურძნის ფასი დაბალია და ქარხნების უმრავლესობა გლეხის ნაშრომის მიღებაზე უარს აცხდებს, ყურძენი ჭკნობაში და ლპობაშია წასული. მიუხედავად ამისა, პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კმაყოფილია, სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი გლეხებს რქაწითელის ნაცვლად უწამლი ჯიშის ვაზის გაშენმებას ურჩევს.

აკურელ ავთო ქევხიშვილს წინანდლის მარანში იმ დროს მოუწია ყურძნის მიტანა, როცა საწარმოს პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სტუმრობდა და ოპტიმისტურ განცახდებებს აკეთებდა.

თვით ბატონი ავთო კი იმას ამბობდა ჟურნალისტებთან რაც რეალობაში ხდებოდა. "ნერვების დაწყვეტის ფასად მიხდება დღეს ყურძნის ჩაბარება. ჯერ იყო და არ იღებდნენ ჩვენს მოსვალს, ახლა კი წონაში დაიკო და მტევანმა და არ ვიცი რა გამოვა. იძულებული ვარ როგორც სხვები კაფავენ ვენახს მეც გავჩეხო, რადგან წვალების ფასაც ვერ ვიღებთ", - ამბობს აკურელი ავთო და პრემიერის ექსკორტს გაბრაზებული ხმით ქოქოლას აყრის.

თვით პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და სოფლის მეურნეობის მინიტრი პეტრე ციკარიშვილი კი "რთველი2007" - ის მიმდინარეობით კმაყოფილებას ვერ ფარავენ და გლეხების საკეთილდღეოდ, მოსავლის დაუბინავებლობის შემთხვევაში ახალ პროექტებზე საუბრობენ. "ამ დროისთვის კახეთში 22 ათასი ტონა ყურძენია დაბინავებული და ამით კმაყოფილი ვარ. თუ რაიმე პრობლემები გაჩნდა, არის ალტერნატივა წვენების ქარხანა და სპირტის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც გლეხს მოსავლის დაბინავება შეუძლია", - აცხადებს პრემიერი. სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი კი კახელ გლეხებს ახალ რჩევას აძლევს.

იგი გლეხებს უწამლი ვენახის გაშენებას ურჩევს, რადგან ამ ვაზსს დიდი მოვლა და წვალება არ უნდა "ჩვენ ბაზარზე იაფიანი ყურძნის მოთხოვნა გავაჩინეთ. ესენია უწამლი ჯიშის ვაქირულა, შანიძე და სხვა. ხალხმა უნდა იცოდეს რომ ამ ყურძენს არ ჭირდება არანაირი მოვლა და არა აქვს არანაირი ხარჯი. თან მოსავალი ორჯერ და სამჯერ მეტი მოდის, ვიდრეს ეს კეთილშობილი რქაწითელის ჯიში. მისი ფასი 20 თეთრი კი როგორც ბიზნესი ძალიან მომგებიანია", - ასეთ რჩევას აძლევს გლეხებს ცისკარიშვილი. საგულისხმოა, რომ სწორედ ამგვარი მიმართვით საფერავის ჯიშის ვაზის გასაშენებლად მოწოდებები შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისმოდა. თუმცა დღეს კეხელ გლეხებს ათობით ჰექტარ საფერავის ვაზზე ყურძენი ულპებათ. სამთაწყაროელმა მევენახეებმა არ იცია რა უყონ უკვე დაჩამიჩებულ მოსავალს " ასე ამბობენ, სართვლო შტაბია გახსნილი რაიონში, მაგრამ დღემდე ჩვენი გასაჭირი გულთან არავინ მიიტანა. მთავრობა გვაბოროტებს. რა ვუყო ამ მოსავალს? იძულებული ვარ ღორებს დავუყარო", - ამბობს სამთაწყაროელი ზვიად პაპიაშვილი. წარუმატებელ რთველზე კი განცხადებებს ქიზიყელი გლეხები აკეთებე. გლეხებისგან მათი პრობლემების მოსმენის სურვილი მთავრობის წევრებს დღემდე არ გამოუთქვიათ. მათი ვიზიტ მხოლოდ იმ ადგილებში ხდება, სადაც ხალხი მთავრობის ხოტბა-დიდებით დარიგებულია. მთავრობის წევრების კახეთში ერთობლივად ჩასვლის და მათი "ფ\გიფით საიდუმლო" თათბირების გაშუქება კი ჟურნალისტებს გვეკრძალება.

თუ რატომ გამართა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ საგანგებო თათბირი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციში, სადაც კახა ბენდუქრიძე, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც იმყოფებოდნენ დეტლები უცნობია. კახეთში კი რთველი რამდენიმე კვირაში დასრულდება, მაგრამ არა იმ ხალისით, როცა გლეხი შამფურზე მწვადს ააბნევდა და ციკანსაც დაკლავდა.

"24 საათი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული