გამოქვეყნებულია: 9 აპრილი, 2014 - 21:58
დღეს, 10 აპრილს, 19:99–ზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, დიდ დარბაზში, გაიმართება მალხაზ ხარბედიას წიგნის, "ქართული ღვინის გზამკვლევი 2014"–ის პრეზენტაცია. ეს წიგნი უკვე ტრადიციად იქცა და წელს მესამე გამოცემას იხილავს მკითხველი.
ქართული ღვინის გზამკვლევი 2014 შედგება 360 გვერდისგან და წინა წლის გამოცემებთან შედარებით საგრძნობლადაა შევსებული. დამატებულია ახალი რუბრიკები, ახალი რუკა და სხვ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ტიპის თანამედროვე და ტრადიციული ქართული ღვინოები.
დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია!
თქვენი კომენტარი