Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“შესანიშნავი შვიდეული” კომპანია “ბადაგონისაგან”

ლევან სეფისკვერაძე

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია “ბადაგონი” შვიდი წელია, რაც ქართული მეღვინეობის სექტორში მოღვაწეობს. ამ დროის მანძილზე, კომპანიამ რამდენიმე ათეული დასახელებისა და სხვადასხვა ტიპის ღვინის წარმოებით გაითქვა სახელი. იუბილესთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, “ბადაგონმა” მასშტაბური დეგუსტაცია გამართა, სადაც ცნობილი ქართველი მეღვინეების გარდა, უცხოელი სტუმრებიც იყვნენ მიწვეული. დეგუსტაციაზე დასასწრებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ იმპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინიდან, რუსეთიდან, იტალიიდან და ყაზახეთიდან.

შობა-ახალი წლის დღესასწაულები კარზეა მომდგარი და საქართველოში უკვე აქედანვე იჭერენ თადარიგს სასურველი ღვინის ამოსარჩევად. სწორედ ამიტომ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა. ღვინის სპეციალისტების აზრით, წლის მიწურულს ახალი ღვინოების ქართულ ღვინის ბაზარზე გამოჩენა თუნდა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ღვინის მოყვარულებს უფრო ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ და წლის ბოლო, გასული წლების მოსავლის ღვინოების შეფასებისთავის, ერთგვარ შემაჯამებელ პერიოდად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მსოფლიოში ცნობილი ევროპული ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი, მომხმარებლებს ახალ ღვინის ნიმუშებს როგორც წესი, ნოემბერ-დეკემბრის თვეში სთავაზობენ ხოლმე. ახალი წლის ახალი ღვინითა და ახალი ბრენდებით შეხვედრის ტრადიცია ქართულ მეღვინებაშიც მკვიდრდება, რაც მისასალმებელი მოვლენაა.

სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ დეგუსტაციაზე კომპანია “ბადაგონის” მიერ წარმოებული შვიდი ახალი ბრენდი წარუდგინეს საზოგადოებას. აქედან, ხუთი სხვადასხვა სახის (ქვევრის, თეთრი მშრალი, ნახევრად ტკბილი, წითელი მშრალი და სხვა...) ღვინო და ჭაჭის ორი ნიმუში. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ბადაგონი” აქამდე ჭაჭის არაყს მასიურად არ აწარმოებდა და მუხაში დავარგებულმა ჭაჭამ განსაკუთრებული ინტერესი ალბათ სწორედ ამიტომაც გამოიწვია.

ამას გარდა, წარმოდგენილი იყო ქარხნული წესით გაფილტრული ჭაჭა “კლასიკიც“, რომელიც სხვათა შორის, უკვე გამოჩნდა თბილისის ღვინის მაღაზიების დახლებზე. როგორც ავღნიშნეთ, ჭაჭა ორი სახეობით იყო წარმოდგენილი - “კლასიკი“ და “ორიგინალი“, მუხაში დავარგებით. რაც შეეხება დეგუსტაციაზე წარმოდგენილ ღვინის ხუთ ნიმუშს... ღვინის მოყვარულებმა თავდაპირველად, “ბადაგონის” მიერ წარმოებული “კახური წარჩინებულის” ახალი ღვინო დაიგემოვნეს.Aამ სახელწოდების ღვინოს კომპანია მომხმარებელს ყოველ წელს სთავაზობს და ამჯერად, 2010 წლის მოსავლის რქაწითელს ჯიშის ყურძნისაგან კლასიკური ევროპული მეთოდით დაყენებული ღვინო იყო შესაფასებლად და დასაგემოვნებლად შემოთავაზებული.

ღვინის დეგუსტაციაზე, დეგუსტაციის ყველა მონაწილეს სპეციალური სადეგუსტაციო ფურცლები დაურიგდათ, სადაც ღვინის სპეციალისტსაც და ღვინის ნაკლებლაც მცოდნე სტუმარსაც, შეეძლოთ კონკრეტული ნიმუშების მისამართით საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ და ბოლოს ქულებითაც შეეფასებინათ. იმის გამო, რომ დეგუსტაცია კონკურსის სახეს არ ატარებდა, დეგუსტაციის მონაწილეთა შეფასებებით გამარჯვებული ღვინოების დასახელება არ მომხდარა.

დეგუსტაცია-პრეზენტაციას კომპანია “ბადაგონის“ პარტნიორი და ტურინის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია “ენოსისის“ ხელმძღვანელი, ენოლოგი დონატო ლანატი უძღვებოდა. ცნობილმა იტალიელმა ენოლოგმა და ღვინის სპეციალისტმა, დეგუსტაციაზე გამოტანილი მეორე ნიმუშის სახით,

ღვინის მოყვარულებს, მისი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ღვინო, “საფერავი როზე” წარმოუდგინა. ქართულ ღვინის ბაზარზე ბოლო დროს, ვარდისფერი ღვინები ძალიან მომრავლდა და როგორც ჩვენთან საუბარში ღონისძიების ერთ-ერთმა სტუმარმა, ცნობილმა მეღვინემ, ბონდო კალანდაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ქართული ღვინის კომპანიები მსგავს ნოვაციებს სთავაზობენ მომხმარებელს.

“ბადაგონის“ გენერალური დირექტორის, გიორგი სალაყაიას თქმით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი პრემიუმ-ხაზის ღვინოები მაღალი კლასის მომხმარებელზე, კერძოდ, რესტორნებზე და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებზეა გათვლილი. “ესენი არის უკვე ტიტულოვანი ღვინოები, რომლებსაც მიღებული აქვთ ჯილდოები საერთაშორისო კონკურსებზე,“ - განაცხადა სალაყაიამ. “რაც  შეეხება ახალ პროდუქტებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მათი დეგუსტაცია პირველ რიგში ჩვენს სამშობლოში ჩავატაროთ ხოლმე და მხოლოდ ამის შემდეგ სხვაგან“.

“რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ დეგუსტაციაზე მეღვინეებმა, სომელიეებმა, რესტორატორებმა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლებმა დააგემოვნეს ალავერდის მონასტრის ქვევრის თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები, სახელწოდებით “ალავერდის ტრადიციები“. ასევე,  “ხვანჭკარა“, “საფერავი როზე“ და ჩვენს მიერ უკვე ხსენებული, ევროპული წესით დაყენებული  “თეთრი კახური წარჩინებული“, რომელიც “ბადაგონის“ ერთ-ერთი ექსკლუზიური ბრენდია.

დეგუსტაციაზე ღვინის სპეციალისტების გარდა, ასევე მიწვეულნი იყვნენ, ღვინოსთან ნაკლებად დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლები – მომღერლები, მწერლები, მხატვრები და სხვა... ღონისძიების შემდეგ, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებულად, “ჭაჭა ორიგინალი“ მოეწონა და მომავალში ღვინის მაღაზიებს პირველ რიგში სწორედ ამ ჭაჭის საყიდლად მიაშურებს. მწერალ ზურაბ ქარუმიძის თქმით კი, მისი ფავორიტი, ქვევრში ტრადიციული წესით დაწურული ალავერდის მონასტრის ღვინო იყო და ამ ღვინის გემური თვისებებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.

კომპანია “ბადაგონი“ გაყიდვების თვალსაზრისით ქართულ ღვინის კომპანიებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. “ბადაგონის“ ღვინოები ამჟამად მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და მომავალში წარმოების გაზრდაც აქვთ დაგეგმილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული