Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე ცხარე არაყი

Naga Jolokia მსოფლიოში წიწაკის ყველაზე ცხარე ჯიშად ითვლება. მასში ნივთიერება კაპსაიცინის შემცველობა იმდენად მაღალია, რომ სკოვილის შკალაზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სიცხარის ინდექსი, 1 040 000 ბალი აქვს მინიჭებული. მსოფლიოში სულ რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც ამ ჯიშის წიწაკის გასინჯვა ცრემლების გარეშე შეუძლია. ბრიტანულმა კომპანია Master of Malt-მა გადაწყვიტა სწორედ Naga Jolokia-ს ბაზაზე დაემზადებინა მსოფლიოში ყველაზე ცხარე არაყი - 100,000 Scovilles - Naga Chilli Vodka. წიწაკის შემცველობა სასმელში იმდენად მაღალია, რომ არაყი შეფერილობით ვისკის უფრო წააგავს. მისი დალევისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ეტიკეტზე დატანილი ინსტრუქცია უნდა გაითვალისწინოთ, თუ არ გინდათ, რომ სულ რაღაც 50 მლ არყის დალევის შედეგად ნამდვილ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონად გადაიქცეთ. იმ შემთხვევისთვის, თუ 100,000 Scovilles - Naga Chilli Vodka საჩუქრად გინდათ, ეტიკეტზე წერია: ,,არყის გაჩუქებისას ვალდებული ვარ ადრესატი შესაძლო საფრთხის შესახებ გავაფრთხილო.” ამ არყის განუზავებლად დალევა, რასაკვირველია, არ შეიძლება, ის კოქტეილების ან კერძების მოსამზადებლად გამოიყენება. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.