Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხანგრძლივი გვალვა - ევროპაში მოსავალს ჩვეულებრივზე ადრე იღებენ

წელს რთველის სეზონი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ადრე იწყება. ამ ზაფხულის ექსტრემალური სიცხე მეღვინეებს აიძულებს, ყურძნის კრეფა ჩვეულებრივზე არც ისე ცოტა ხნით, ერთი თვით ადრე დაიწყონ.
Euronews გვატყობინებს, რომ ბორდოს ცნობილ ვენახებში, რომლებიც, შეიძლება ითქვას, გამორჩეულ, ხარისხიან ღვინოებს აწარმოებენ, როგორც წესი, რთველი სექტემბრის შუა რიცხვებისკენ ან დასასრულისკენ იწყება ხოლმე, წელს კი აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყო. ივნისის ბოლოდან ამ თვის ფაქტობრივად ბოლომდე ამ რეგიონში წვიმა არ მოსულა. ვინაიდან მთელ ქვეყანაში 2003 წლიდან დღემდე ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, ყურძენი ბევრად ადრე დამწიფდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაშიც მოსავლის აღება ნაადრევად იწყება. როგორც გერმანიიის ღვინის ინსტიტუტი (DWI) აღნიშნავს, მუდმივად მზიანი ამინდების გამო ვენახების უმეტესობა მაინც “მედგრად დგას” და ექსტრემალურ გვალვას არ ნებდება.

ტოსკანა, იტალიის ერთ-ერთი მთავარი რეგონი, ვენეტოსა და პიემონტის მსგავსად ძალიან განიცდის ამ ზაფხულის სიცხესა და ძლიერ გვალვებს. ღვინის მწარმოებლები ამბობენ, რომ მათი ყურძენი წელს, ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, საკმაოდ ადრე მომწიფდა. ვიარეჯოსა და ლუკას ქალაქების ახლომახლოსაც, როგორც ვკითხულობთ, რთველი ორი კვირით ადრე დაიწყო. 

კატალონიის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტის (INCAVI) ცნობით ესპანეთში, კატალონიის რეგიონშიც რთველი მიმდინარე წელს 2 კვირით ადრე დაიწყო. ინსტიტუტმა გააფრთხილა მეღვინეები, რომ წლევანდელი მოსავალი წინაზე 15%-ით ნაკლები იქნება.

Villaverde de Medina-ში კი Caserio de Duenas-ს ღვინის მარანმა მე-17 საუკუნიდან დღემდე რთველი ყველაზე ადრე დაიწყო. აქ ძირითადად სოვინიონ ბლანის ვენახებია გაშენებული.
როგორც ავტორი წერს, ადრეული მოსავალი ერთ-ერთია იმ მრავალ გამოწვევათაგან, რომელთა წინაშეც ღვინის ინდუსტრია დგას, რადგან კლიმატის ცვლილება ძალიან დიდ გავლენას ახდენს ღვინის წარმოებაზე. გემოვნური სხვაობები, შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობის ზრდა დაკავშირებულია უფრო მაღალ ტემპერატურასთან და საკმაოდ მშრალ ამინდებთან: “ჩვენ უფრო მცირე ზომის მტევნები გვაქვს და გვაქვს მოლოდინი, რომ ყურძნის მოსავალის პროცენტული რაოდენობა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ბოლო რამდენიმე წელს” - განუცხადა როიტერს ტოსკანის Chianti Classico Consortium-ის ვიცე-პრეზიდენტმა სერჯიო ცინგარელიმ.

როგორც ვკითხულობთ, მცხუნვარე მზეს გადაურჩა ძველი ვენახები: “მაშინ, როცა ძველი, მხცოვანი ვენახები ღრმა ფესვების წყალობით უფრო მდგრადია და ხანგრძლივ გვალვასაც უფრო მყარად უძლებს, ახალგაზრდა ვენახები მნიშვნელოვნად განიცდიან წყლის ნაკლებობას, განსაკუთრებით მსუბუქ ნიადაგებზე, სადაც წყლით გაჯერებული ნიადაგი არაა” - წერს გერმანიის ღვინის ინსტიტუტი. 

საქართველოში კი რთველისთვის უკვე ემზადებიან. კახეთში დაახლოებით 300 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან, რაც რეკორდული მაჩვენებელია. როგორც დავით ტყემალაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე ადგილზე არიან და წინასწარ მონაცემებს აგროვებენ. სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში ყურძენს დაახლოებით 300-მდე კომპანია ჩაიბარებს. სტატიას EuroNews-ის გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.