Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უჩვეულო კორპსაძრობი

ბრიტანელმა გამომგონებელმა რობ ჰიგსმა, რომელიც კორნუოლის საგრაფოს ქალაქ პენრინში ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კორპსაძრობი შექმნა – მისი ფასი დაახლოებით 156,8 ათასი დოლარია. ეს ალბათ გასაკვირიც არ არის, რადგან კორპსაძრობი თვითონ ხსნის ღვინის ბოთლს და ჭიქებში მის ჩამოსხმასაც დამოუკიდებლად ,,ახერხებს”. კორპსაძრობი დანადგარი დაახლოებით ერთნახევარი მეტრი სიმაღლისაა და უამრავი ზამბარის, ჯაჭვისა და ჭანჭიკისგან შედგება. ამ დანადგარის ასაწყობად საჭირო 300-მდე დეტალი ჰიგსმა ძველმანების ბაზრობაზე შეიძინა ან სპეციალური შეკვეთით გამოაჩარხინა. ბოთლი სპეციალურ მომჭერში თავსდება, შემდეგ ბერკეტს უნდა დააწვეთ და მოწყობილობაც ამუშავდება – ბოთლი ზემოთ აიწევა და ჭიქას ღვინით გაავსებს. საინტერესოა, რომ ამ პროცედურის შემდეგ კორპის საცობი თითქმის უვნებელი რჩება და შესაძლებელია მისი ხელახლა გადამუშავება. დიზაინერული კომპანია Oneofone-ს შეფმა მარკუს ვილკინსონმა ჰიგსს 25 ცალი ასეთი მოწყობილობის დამზადების შეკვეთა მისცა. ბიზნესმენის აზრით, ასეთ კორპსაძრობებს სიამოვნებით შეიძენენ ისეთი რესტორნები და სასტუმროები, რომლებსაც კლიენტების გაოცება სურთ.

© ღვინის კლუბი/Weekend



ძალიან გამიხარდა როდესაც ამ ფორუმზე დაბადებულ სიტყვა კორპსაძრობს კარფურის სექციაში მოვკარი თვალი. გუდვილში კი ისევ ღვინის ბოთლის გასახსნელი აწერია.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.