Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სომხეთმა ალკოჰოლის ექსპორტი გაზარდა

სომხეთის შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2011 წელს სომხეთმა ალკოჰოლური ნაწარმის ექსპორტი 30%-ით გაზარდა. გასულ წელს სომხეთმა 9,6 მილიონი ლიტრი ალკოჰოლური ნაწარმის ექსპორტი მოახდინა, რამაც თანხობრივად 132 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტის საერთო მოცულობაში ალკოჰოლის წილი მხოლოდ სპილენძის კონცენტრატს ჩამორჩება. 2010 წელთან შედარებით ეს მონაცემი 30%-ით გაიზარდა. 2010 წელს დაახლოებით 96,8 მილიონი დოლარის ღირებულების 7,6 მილიონი ლიტრი ალკოჰოლის ექსპორტი მოხდა. რეკორდული მაჩვენებელი კი 2008 წელს დაფიქსირდა - სომხეთმა მაშინ ექსპორტზე 134 მილიონი დოლარის ღირებულების 13,6 მილიონი ლიტრი სასმელი გაიტანა. როგორც ჩანს, 2011 წელს ალკოჰოლური სასმელების საშუალო ღირებულება გაიზარდა - 2008 წელს ერთი ლიტრი ექსპორტირებული სპირტიანი სასმელი საშუალოდ 9,8 დოლარი ღირდა, 2010 წელს 12,7 დოლარი, 2011 წელს კი 13,7 დოლარი. ამასთან, შემცირდა ღვინის  ექსპორტის მოცულობა, ლუდისა კი გაიზარდა. 2011 წელს ექსპორტზე 733 ათასი ლიტრი ღვინო, 2010 წელს კი - 924 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა. რაც შეეხება ლუდს, 2010 წელს 1,45 მილიონი ტონა ლუდის (თანხობრივად 1 მილიონი დოლარი) ექსპორტი განხორციელდა, 2011 წელს მისი ექსპორტის მოცულობა უკვე 1,7 მილიონი ტონა იყო, რამაც თანხობრივად 1,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული