Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში რთველი დასრულდა

გაზეთ "ქიზიყის" ცნობით, სამთაწყაროში რთველი დასრულდა. როგორც დედოფლისწყაროს გამგებელი ლევან ბაღაშვილი ამბობს, წელს სამთაწყაროელმა მევენახეებმა 600 ტონაზე მეტი საფერავი მოკრიფეს. სამთაწყაროს რწმუნებული პაატა ნადირაშვილი კი ამბობს, რომ რთველი 24 აგვისტოდან დაიწყო და 30-ში დასრულდა: ,,სამთაწყაროელების ყურძენი წნორის ღვინის ქარხანამ 40 თეთრად ჩაიბარა, ამას სახელმწიფო სუბსიდიის სახით კილოგრამზე 25 თეთრიც ემატება".

საბოლოო ჯამში მოსახლეობა კმაყოფილია. - ამბობს რწმუნებული და დასძენს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით წელს სამთაწყაროელებს ყურძნის ჩაბარებაზე პრობლემა არ ჰქონიათ.
დედოფლისწყაროს გამგეობაში აცხადებენ, რომ საზღვრისპირა სოფელში გამგეობის თანამშრომლები ყოველდღიურად მორიგეობდნენ და მოსახლეობას ყურძნის რეალიზაციაში ეხმარებოდნენ.

© რადიო "ჰერეთი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული