Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლური სასმელების რეკლამა ფეხბურთის გულშემატკივრებს უტევს

 
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთის მატჩის ტრანსლაციისას გულშემატკივრებს ალკოჰოლური სასმელების რეკლამით აბრუებენ: თამაშის მსვლელობისას თითქმის ყოველ წუთს გვხვდება ამა თუ იმ სასმლის ფარული რეკლამა. გამოკვლევა ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ 2011-2012 წლების სეზონის 6 მატჩის ჩანაწერს უყურეს და დაადგინეს, რომ 18,5 საათის განმავლობაში ეკრანზე 2042-ჯერ გაიელვა სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის რეკლამამ. 
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მატჩის მიმდინარეობისას საათში 100-ზე მეტი გამოსახულება ჩნდება სპირტიანი სასმლის სახელწოდებით ან ლოგოტიპით, ასევე წუთში 2-ჯერ ახსენებენ ლუდის, ღვინის ან სხვა სასმლის სახელს. მატჩის ტრანსლაციისას რეკლამას ნახავთ დიდ მონიტორებზე, მოთამაშეთა მაისურებზე და სხვა მრავალ ადგილას. შედარებისთვის, მეცნიერებმა დაითვალეს მხოლოდ 17 ტრადიციული  სარეკლამო რგოლი, რომელიც მატჩის სარეკლამო პაუზისას გადიოდა და არანაირ ფარულ რეკლამას არ შეიცავდა. ეს კი ყველა ნანახი მატჩის სრული დროის მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს. ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორმა ენდი გრეჰემმა განაცხადა: „მე და ჩემი კოლეგები გაოცებულნი ვიყავით, იმდენი ფარული რეკლამა გვხვდებოდა თამაშისას. ეს იყო ნამდვილი თავდასხმა.” მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ასეთი ფარული რეკლამა კანონით უნდა რეგულირდებოდეს, დღეს კი ბრიტანეთში სპორტული თამაშების ტრანსლაციისას მსგავსი რეკლამები არ იზღუდება. დოქტორ გრეჰემის თქმით, ფეხბურთსა და ალკოჰოლურ სასმელებს შორის დიდი ხნის და საკმაოდ მყარი კავშირი არსებობს. თუმცა სწორედ ახლა დადგა მათი განშორების დრო. ბატონმა გრეჰემმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ავადდება სასმლის გადაჭარბებული მიღებით გამოწვეული სნეულებით. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისევ ფარული რეკლამაა, რომელიც ასე უხვადა გვხვდება ფეხბურთის მატჩის ტრანსლაციისას. 
სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში გამოქვეყნდა მასშტაბური გამოკვლევის შედეგები: ღვიძლის დაავადებები, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მიღებაა, ყველაზე ხშირად 30 წლამდე ახალგაზრდებში  ფიქსირდება. 2002-2012 წლებში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ღვიძლის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული