Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამები აგროსფეროს განვითარებისთვის. მევენახეებისა და მეღვინეების მეგზური, ნაწილი 2

იაგო ბიტარიშვილის ფოტო

სტატიის პირველ ნაწილში მიმოვიხილეთ რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა: დანერგე მომავალი, აწარმოე საქართველოში (ბიზნეს იდეების კონკურსი), აგროდაზღვევა და შეღავათიანი აგროკრედიტები - რა შინაარსისაა აღნიშნული პროგრამები, შეუძლიათ თუ არა მევენახეებსა და მეღვინეებს, მათგან ისარგებლონ; კონკრეტულად, ვის შეუძლია, მონაწილეობა და სხვ. 

სტატიის მეორე ნაწილში კი მიმოვიხილავთ იმავე შინაარსის საერთაშორისო პროექტებს. ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ ორ მიმდინარე მსხვილ საერთაშორისო პროგრამაზე - საგრანტო კონკურსი ფერმერებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა.

საგრანტო კონკურსი ფერმერებისთვის 

საგრანტო კონკურსს უძღვება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია, Care International. 

ივნისის ბოლოს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ფერმერული ჯგუფებისა და კოოპერატივებისთვის, სადაც ინიციატორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აუდიტორიას წარუდგინეს პროექტი. 

საგრანტო კონკურსი დაფარავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს - სენაკი, ხობი, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ცაგერი, ლენტეხი. შესაბამისად, პროექტის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ აღნიშნული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და ფერმერთა არაფორმალურ ჯგუფებს. დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს როგორც დამწყებმა, ასევე, უკვე მოქმედმა ბიზნეს პროექტებმა. 

კონკურსის ფარგლებში მიღებული დაფინანსების შემთხვევაში, ფერმერული ჯგუფები / კოოპერატივები მიიღებენ გრანტს 5000-დან 40 000 ევრომდე, წინასწარ განსაზღვრულ დროში დაბრუნების პირობით, პროცენტის გარეშე. თანხის დაბრუნების გრაფიკი წინასწარ შემუშავდება გრანტის ავტორებთან შეთანხმებით და აისახება ხელშეკრულებაში. თანხის დაბრუნების პროცესი იწყება, არა უადრეს 18 თვის ვადაში პროექტიდა ამოქმედებიდან და 2-3 წელიწადს გაგრძელდება. 

გრანტი თანადაფინანსების პრინციპზეა დამყარებული, ამიტომ ფერმერების / კოოპერატივების წილი აღნიშნულ პროექტში 20 %-ზე დაბალი არ უნდა იყოს. 

დაწვრილებით იხილეთ ENPARD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა

ეს საგრანტო კონკურსიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში მოქმედებს. განმახორციელებელი ორგანიზაციაა Mercy Corps.

პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივების მუშაობის მხარდაჭერას მათი ბიზნესის განვითარების მიზნით. დანფინანსებელი ორგანიზაცია არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს დახმარება შესაძლოა ითვალისწინებდეს საგანმანათლებლო მხარდაჭერას (ტრენინგებს / ცნობიერების ამაღლებას). დაფინანსების შემთხვევაში, კოოპერატივის თანხებრივი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 %-ს (ნაღდი ფულით) და 15 %-ს არათანხებრივი თანამონაწილეობის სახით.

პროექტი დაფარავს საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებს - საჩხერე, ჭიათურა, ვანი, სამტრედია, ქარელი, ხაშური, კასპი, გორი, საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ნინოწმინდა. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან. 

ჯგუფი, რომელიც წარადგენს პროექტს საგრანტო კონკურსში, უნდა იყოს კოოპერატივის იურიდიული სტატუსის მქონე ბიზნეს ერთეული და დღესდღეობით მოქმედებდეს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მუნიციპალიტეტში. 

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ENPARD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

კონკურსის სააპლიკაციო ფორმა იხილეთ Mercy Corps-ის ვებგვერდზე

შემოდგომის სეზონზე ღვინის საინფორმაციო ცენტრი გაგაცნობთ ახალ სახელმწიფო და საერთაშორისო პროექტებსა და მსხვილ პროგრამებს, რომლითაც მევენახეებმა და მეღვინეებმა შეგეძლებათ ისარგებლოთ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.    



ეს ყველაფერი ძალიან კარგია, საინტერესოა სხვა მუნიციპალიტეტებს როდის მოგვხედავენ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.