Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვივნენ

რამდენიმე დღით საქართველოს ჩინეთიდან ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ. 13-კაციან ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან იმპორტიორები და ჟურნალისტები ჰონგ-კონგიდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან. სტუმრები ღვინის მარნებსა და კომპანიებს ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოინახულებენ, ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და  რთველის პროცესს. 

ვიზიტის პირველ დღეს, თბილისში, უცხოელი იმპორტიორები ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი პროდუქცია სტუმრებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები მოინახულებენ შემდეგ ღვინის მარნებსა და კომპანიებს: „შატო მუხრანი“, „ბადაგონი“, „ვაზიანი კომპანი“, GWS,  „შალაურის ღვინის მარანი“, „კახური“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ფაფრის ველი“, „მარანი ჩუბინი“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ღვინის მარანი“, „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი“, „ვარციხის მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, „ბაიას ღვინო“, „ოდა/ზაზა გაგუას ღვინოები“.

დებრა მეიბურგმა აღნიშნა: „მე ისევ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ქვეყანაში ვიმყოფები, რადგან ძალიან მინდა წარვუდგინო ეს ღვინოები აზიის ბაზარს. მინდა კარგად გაიგონ ის კულტურა, რომელიც ამ ღვინოების უკან დგას, ასევე კერძები, ადამიანები, სტუმართმოყვარეობა, თვისებები და ისტორია, რაც ამ ღვინოებს განსაკუთრებულობას სძენს. ჩემთვის ამაღელვებელია რთველის პერიოდში აქ ყოფნა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ყურძენი პირდაპირ ვენახიდან დაგვეგემოვნებინა და შეგვეგრძნო თითოეული კომპონენტი, რომელიც ამ ღვინოებს განსაკუთრებულს ხდის“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მარკეტინგულ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნლოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი, ღვინით დაინტერესებული სტუმარი გაეცნოს ადგილზე უძველეს ქართულ ღვინის კულტურას.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინის პროფესიონალი ჩამოვიდეს საქართველოში. ეს ჯგუფიც სწორედ ასეთი პროფესიონალი ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტებისგან შედგება. მათ მიერ დაწერილი სტატიები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის შესაბამის ბაზრებზე“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ  ამ ვიზიტების შედეგად, ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება აზიის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებსა და ქართულ ღვინის კომპანიებს შორის.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული