Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო რუსეთთან ღვინის ექსპორტის შემცირებას გეგმავს

ღვინის ექსპორტ-იმპორტის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა მიწოდებისა და ტრანსპორტირების პრობლემები, ამ ყველაფერთან ერთად ომმა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. სომხური სააგენტოს, news.am-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ თანდათან საქართველო რუსეთთან ღვინის ექსპორტისა და მიწოდების წილის შემცირებას გეგმავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მუხუზლა აღნიშნავს, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 40%-ზე ნაკლები იქნება: შარშან 16%-ით გაიზარდა ღვინის მიწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, წელს კი ვფიქრობთ, რომ ამ ბაზრზე ექსპორტის ზრდა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება. ქართული ღვინის ბაზარი გაიზარდა ბრიტანეთსა და გერმანიაშიც, ვმუშაობთ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზრებზეც და ვფიქრობთ, რომ ხუთ წელიწადში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 40%-ზე ნაკლები იქნება”. 

2022 წლის  მონაცემებით რუსეთი საქართველოს ღვინის მთავარი შემსყიდველია და მას ექსპორტის 58% უკავია. მიმწოდებლებმა ქვეყანას მთლიანობაში 28 მლნ. ბოთლი გაიტანეს რუსულ ბაზარზე, რაც 8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. თუმცა ადრე რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში კიდევ უფრო მაღალი იყო. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ექსპორტი გაორმაგდა იაპონიაში, თურქმენეთში, ნორვეგიაში, იტალიაში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთანებულ საამიროებში, ასევე ბრაზილიაში. ძალიან მკაფიო და შესამჩნევი ზრდაა განსაკუთრებით შეერთებული შტატების მიმართულებით. თუ 2017-2018 წლებში საშუალოდ 450 000 ბოთლი ღვინო იგზავნებოდა, ახლა 20%-იანი ზრდაა თვალშისაცემი. აშშ-ში წელს 581 196 ბოთლი ღვინო გაიგზავნა, რაც მხოლოდ წინა წელთან შედარებითაც კი 16%-იანი ზრდაა.

2019-2021 წლამდე საქართველოს ღვინის ექსპორტი მთლიანობაში 108 მლნ-მდე გაიზარდა მაშინ, როცა 2019 წელს 93,5 მლნ-ს არ აღემატებოდა. 2022 წლის ივნისის თვემდე ბრაზილიის მიმართულებით 11 262 ბოთლი ღვინოა გასული, ეს კი წინა წლის მონაცემებს საკმაოდ აღემატება, შარშან მხოლოდ 732 ბოთლი ღვინო გაიგზავნა ამ მიმართულებით, გასულ წლებში 2016-მდე კი სულ რაღაც 16 ბოთლი. ინდოეთშიც გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტი რაოდენობის ღვინო გაიგზავნა, ასევე გერმანიაში, სადაც 500 000 ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე, ეს კი შარშანდელ წელს 40%-ით აღემატება.

ესპანეთში 50%-ით, კანადაში კი 35%-ითა ექსპორტი შემცირებული. კლებაა აზრბაიჯანში, სამხრეთ კორეაში, ჰონგ-კონგსა და მოლდოვაში. ყირგიზეთში შარშანდელთან შედარებით 100 000-ით ნაკლები ღვინოა გაგზავნილი. 

საბოლოო ჯამში, თვალსაჩინოა ექსპორტის ყოველწლიური, საკმაოდ კარგი ზრდის ტენდენცია, რაც ნამდვილად უწყობს ხელს ქართული ღვინოების მსოფლიოს ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული