Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო რუსეთში ღვინის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა გახდა

საქართველო რუსეთის ბაზარზე პოზიციონირებას აგრძელებს. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში მიწოდება წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 64 მლნ. ლიტრს მიაღწია, რითიც საქართველო იტალიასაც კი უსწრებს რუსეთის მიმართულებით ღვინის მიწოდებაში. ამ სტატისტიკაში, როგორც The European Times გვაუწყებს, ცქრიალა ღვინოები არ შედის.

ქართული ღვინის იმპორტი რუსეთში 63%-ით  - 24,15 მლნ ლიტრით გაიზარდა, ამავდროულად, რუსეთში 23,4 მლნ. ლიტრი იტალიური ღვინო გაიგზავნა - მიწოდება იტალიიდანაც 31%-ითაა გაზრდილი.  იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც - ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდანაც წინა წლების მაჩვენებელს აღემატება.

ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა განპირობებულია „გადახდისა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობით“, ასევე იმ კონტრაქტებით, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები უშუალოდ მწარმოებლებთან აფორმებენ.

როგორც Jam-News-ზე ვკითხულობთ, რუსული ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ საქართველოდან იმპორტმა 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა, რადგან ლოჯისტიკის პრობლემები თითქმის არ არსებობს. მისი თქმით, დაბალ და საშუალო ფასების სეგმენტში ქართული ღვინის წილის ზრდა განპირობებულია იმით, რომ საცალო ქსელები საკუთარი იმპორტით არიან დაკავებულნი, მწარმოებლებთან პირდაპირ კონტრაქტებზე გადიან და შეუძლიათ მყიდველებს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზონ. 

2022 წლის აგვისტოში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა , რომ რუსეთის წილი ქვეყნის ღვინის ექსპორტში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 40%-მდე შემცირდება. თუმცა გასულ წელს საქართველოს ღვინის მიწოდებამ რუსეთში 161 მილიონ აშშ დოლარს შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ღვინის ექსპორტის 64%-ია, ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2013 წელს საქართველოზე სავაჭრო ემბარგო მოხსნა. 

“რუსების მესამედი ღვინოს თვეში ერთხელ მაინც მოიხმარს” - ნათქვამია NAFI-ის ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებნულ კვლევაში, რომელშიც 1600 რესპოდენტი მონაწილეობდა: “ღვინო უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია რუსეთში, ამავდროულად, მშრალი წითელი ღვინო ამ ალკოჰოლური სასმელის ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიაა, გამოკითხულთა 7% მას კვირაში ერთხელ მაინც სვამს” - ვკითხულობთ The European Times-ზე. 

გაყიდვამდე რესტორნები ღვინოს ძირითადად 5-11$-ის ფარგლებში ყიდულობენ, შემდეგ ღვინოების ფასი დაახლოებით 3-4$-ით იზრდება. იმ ღვინოებს, რომელთა ფასიც 11-15$-ია, მომხმარებელთა 14% ყიდულობს, 17-25$ ღირეუბულების პროდუქტს მყიდველთა 10% მიირთმევს, ხოლო მხოლოდ 5% იხდის 25-40$-ს ქართულ ღვინოში. მოხმარებელთა დაახლოებით 0,8%-ს შეუძლია 40$-ზე მეტის გადახდა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შედეგები მომხმარებელთა სქესისა და შემოსავლის მიხედვითაც განსხვავდება, მაგალითად, 18-24 წლამდე მომხარებლები ღვინის შეფუთვასა და ეტიკეტს აკვირდებიან. European News-ზე ვკითხულობთ, რომ 45-55 წლის მოსახლეობისთვის უპირველესი სასმლის პროფილია, ხოლო 55 წელზე უფროს ღვინის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი რუსეთში იყოს დამზადებული. ქალები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სასმელის ბრენდსა და წარმომავლობას (ქალების 35% და მამაკაცების 22%). ამასთან, ღვინის მოყვარულთა მამრობითი აუდიტორია სასმელს უფრო მეტად გემური მახასიათებლების მიხედვით ირჩევს (მამაკაცების 62% და ქალების 52%). სტატიას European Times-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული