სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეღვინოების სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მიუხედავად ვენახების ფართობის შემცირებისა, შესანიშნავი ამინდების წყალობით, ყურძნის კარგ მოსავალს მიიღებენ. თუ მათი ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდება, წელს ყურძნის მოსავალი 1,35 მილიარდ ტონას მიაღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით 3,9%-ით მეტია, თუმცა კი 2008 წლის რეკორდულ მოსავალზე 5,2%-ით ნაკლებია. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ვენახების ფართობი თითქმის ათასი ჰექტარით შემცირდა და დღესდღეობით 101 016 ჰექტარს შეადგენს. ქვეყანაში ყოველწელს დაახლოებით 5 000 ჰა ძველი ან დაავადებული ვენახი იჩეხება, განახლებული ვენახების რაოდენობა კი ექვსი წელია, უფრო და უფრო კლებულობს. ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვები 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის ოქტომბრამდე პერიოდში 4%-ით გაიზარდა და 311,8 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, ღვინის ექსპორტი 7,2%-ით შემცირდა და ეს ტენდენცია განსაკუთრებით ჩამოსხმულ ღვინოს შეეხო – მისი ექსპორტი 20%-ით შემცირდა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი