Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრაწულა თევზით

საჭირო მასალა: 1 კგ. კარტოფილი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ჩ.კ. მარილი, 1 კგ. კობრი, 2 ს.კ. ზეთი, 100 გ. ფქვილი, 2 თავი ხახვი, 70 გ. კარაქი, 50 მლ. თევზის ბულიონი, 1 კონა კამა, 2 კბილი ნიორი, 100 გ. მაგარი ყველი.

მომზადება:კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ დაფნის ფოთოლთან და მარილთან ერთად. თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად., ხოლო მისი თავით მოვხარშოთ ბულიონი. ფქვილსა და მარილში ამოვლებული თევზის ნაჭრები შევწვათ ზეთმოსხმულ გახურებულ ტაფაზე. კარტოფილი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და მოვასხათ ცოტა თავისივე ნახარში. ზემოდან დავაწყოთ შემწვარი თევზის ნაჭრები და მოვაყაროთ ზეთში მოშუშული ხახვი. ცალკე მოვხალოთ ფქვილი, დავუმატოთ კარაქი და თევზის ბულიონი, გავაჩეროთ ცეცხლზე 5 წუთით და თან ვურიოთ. მომზადებულ საკმაზს დავუმატოთ წვრილად აკეპილი კამა, დაჭყლეტილი ნიორი და კიდევ 2 წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე. მომზადებული საკმაზი მოვასხათ თევზს, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული