Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქარვისფერი ღვინო თურქი სომელიეს ობიექტივში

ალპერ ბილიკი სომელიეა, რომელიც თურქეთსა და ამერიკაში ძალიან ბევრ ღვინის კომპანიას უწევს კონსულტაციას. პამდემიის პერიოდში ბილიკმა, როგორც ექსპერტმა სომელიემ, დააარსა თავისი ციფრული კომპანია აშშ-ში. SOMM DIGI ონლაინ ვებგვერდია, რომლის საშუალებითაც ექსპერტი ღვინის ინდუსტრიის სიახლეებსა და საინტერესო ინოვაციების, ღვინის დაყენების ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა კულტურის შესახებ უამბობს მკითხველს.

ამჯერად ქართულ ღვინოზე საუბრობს, მისი დაყენების დეტალურ გზებზე, ქვევრზე, ქართულ ვაზის ჯიშებზე, ღვინის რეგიონებზე, გემურ თვისებებსა და რჩეულ მეღვინეობებზე: “ქართული ქარვისფერი ღვინოები შეიძლება იყოს მშრალი ან ნახევრად ტკბილი. ძირითადად მათ კომპლექსური არომატები, ციტრუსის, სხვადასხვა სანელებლებისა და თაფლის ნოტები ახასიათებს. ქართული ქარვისფერი ღვინო საუკეთესო ვარიანტია იმისთვის, რომ როგორც ღვინის მოყვარულმა ახალი და საინტერესო რამ გასინჯოთ”. - წერს ავტორი. 

სომელიე ქვევრის შესახებაც დაწვრილებით საუბრობს. აღნიშნავს იმასაც, რომ ქვევრის ღვინო სხვადასხვა კვლევის თანახმად სხვა მეთოდებით დაწურულ ღვინოს ბევრად სჯობს: “ქვევრის ღვინოში პოლიფენოლების მაღალი დონეა, რაც თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებითაა ცნობილი. ქვეყანაში ქვევრის ღვინის დაყენება საოჯახო ტრადიციაა, საქართველოს ბევრ კუთხეში უკვე მრავალი თაობაა რაც ღვინოს ქვევრში ამზადებენ. ეს ნიშნავს, რომ ქვევრის ღვინის დასაყენებლად საჭირო უნარ-ჩვევები და ცოდნა თაობებს გადაეცა და ის დღემდე ქართული კულტურის დიდი ნაწილია.” - ვკითხულობთ სტატიაში.

სომელიე იმ ჯიშებზეც საუბრიბს, რომლებსაც ქვევრის ღვინის დასაყენებლად იყენებენ. გამოარჩევს რქაწითელს, მწვანესა და ქისს: “მათ ძირითადად ღია ოქროსფერი შეფერილობა აქვს. იგრძნობთ მანდარინის, თეთრი ატმისა და გარგრის ნოტებს. ალკოჰოლის დონე კი ჩვეულებრივ 12- 13%-მდეა. ქართული ქარვისფერი ღვინოები მთელი მსოფლიოს  ბაზარზე გამორჩეულია, თეთრი ყურძნისგან დამზადებული ღვინო, რომელიც ჩამოსხმამდე წიპწებთან ერთად ფერმენტირდება, ნამდვილად განსაკუთრებულია, სწორედ ამიტომ მათ ღვინოებში აუცილებლად იგრძნობთ გემოსა და არომატის სიღრმეს, რაც გასაოცარია.“ - ვკითხულობთ SOMM DIGI BLOG-ზე. ამის შემდეგ კი ექსპერტი კახეთზე, როგორც საქართველოში გამორჩეულ ღვინის რეგიონზე საუბრობს და მკითხველს ღვინის სხვადასხვა კერძთან მირთმევას ურჩევს. ეს არის ცხვრის ღვეზელები ტარხუნისა და მდოგვის სოუსთან ერთად, ცხარე შემწვარი ქათამი და ღორის ფილე გარგრისა და ჯინჯერის მინანქართან ერთად. 

სტატიის ბოლოს კი მის რჩეულ მეღვინეობებს ასახელებს. პირველ რიგში “შუხმანის ღვინოებზე” საუბრობს: “Schuchmann Wines არის ერთ-ერთი მაღალი ხარისხის ქართული ქარვისფერი ღვინის მწარმოებელი კომპანია. ისინი ღვინოებს სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან წურავენ, მათ შორის იყენებენ რქაწითელს, მწვანესა და საფერავს” - წერს ავტორი. 

აქვე ახსენებს “ხოხბის ცრემლებსაც”, რომლის მარანიც აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ სიღნაში მდებარეობს. შემდეგია “თელიანი ველი”, საქართველოში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი: “ისინი იყენებენ თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიის კომბინაციას თავიანთი ღვინის დასაყენებლად, რომლებიც გამოირჩევა სიღრმითა და კომპლექსურობით”. ბოლოს კი “თბილღვინოზე” საუბრობს: “ აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ ყვარელში, “თბილღვინოს” ღვინის საწარმოს ნახავთ, სადაც ქართული ღვინოების ფართო არჩევანს შეხვდებით, მათ შორის კი რამდენიმე განსაკუთრებულ ქარვისფერ ღვინოს.” - სტატიას სრულად Somm digi blog-ზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული