Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ახალ ღვინის ბაზრებზე დამკვიდრებისაკენ უბიძგებს

გლობალური მოთხოვნა ღვინოზე იზრდება, ამავდროულად რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქართული ღვინის სექსპორტო ბაზრებიც შეიცვალა. როგორც წესი, ქართული ღვინო, თუ მის საექსპორტო არეალს ფართო სურათში განვიხილავთ, ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად მაინც რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში გადის. უკრაინაში კი ექსპორტი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, ფაქტობრივად, გაუქმდა. რუსეთში ექსპორტი შეუფერხებლად გრძელდება, თუმცა აგვისტოში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ექსპორტის 40%-მდე შემცირება იგეგმება (ახლა ექსპორტი 60%-ზე მეტია). 

ომის გამო ცენტრალური ევროპის სხვა ბაზრებზე, კერძოდ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სატრანსპორტო მარშუტები შეიზღუდა. საქართველო კი სახმელეთო ბაზარზე დიდწილადაა დამოკიდებული. “ომამდე ევროპაში სატვირთო გადაზიდვები რუსეთისა და უკრაინის გავლით გადიოდა, რასაც, მაგალითად, პოლონეთამდე 10 დღე სჭირდებოდა. თუმცა ახლა ტვირთების გადამისამართება თურქეთიდან ხდება, რაც საზღვარზე გრძელ რიგებს იწვევს და საბოლოოდ დანიშნულების ადგილამდე პროდუქტს 1 თვე  ან თვეზე მეტი სჭირდება.” - განუცხადა BNE Intelli news-ს “თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელმა, ზურაბ რამაზაშვილმა. 

მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები გლობალური ინფლაციის ზოგად ეფექტებთან ერთად ფასს ზრდის. იზრდება ეტიკეტებისა და ბოთლების, ყველა იმ პროდუქტის ფასიც, რომელიც ჩამოსხმისთვის აუცილებელია, თუმცა როგორც რამაზაშვილი აღნიშნავს, ზოგიერთ ღვინოზე მაინც არ შეიმჩნევა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რადგან მეღვინეები გაზრდილი წარმოების ხარჯების ათვისებას ცდილობენ, რათა მყიდველი და მომხმარებელი არ “განაწყენდეს”: “ჩვენი მომხმარებელი ღვინის ღირებულების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. ასე რომ ჩვენ, თუ ბიზნესის კუთხით შევხედავთ, ნაკლებ მოგებას ვხედავთ, თუმცა ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხი ჩვენი ღვინით დაინტერესებულია, ჩვენ კი არ გვინდა, რომ მყიდველი დავკარგოთ”- ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ეს გარემო ფაქტორები მეღვინეებისთვის საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო, უმეტესობამ მოახერხა თავიანთი პროდუქციის სხვა ბაზრებზე გადამისამართებით სიტუაციის მართვა. ღვინის ექსპორტის ვარდნა 2022 წელს წინა წლებთან შედარებით, ფაქტობრივად, უმნიშვნელო იყო. 

წარსულში ქართულმა ღვინომ გარე ფაქტორებისა და შეფერხებების მიმართ საკმაო მდგრადობა გამოიჩინა პანდემიის დროს ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა პოლონეთი, ჩინეთი და აშშ, ექსპორტი 2019 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. გასულ წელს ამ ბაზრებზე საექსპორტო შემოსავალმა კი ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, 49 მლნ. დოლარს.

მიუხედავად ამისა, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, წლის ბოლომდე  ექსპორტი შემცირდება “თიბისი ბანკის” ანალიზის მიხედვით, რასაც მომავალ წლებში დაახლოებით 9%-იანი ზრდა მოჰყვება. “მთლიანობაში, ამ წლის მერყევი და ომის შედეგად დაზარალებული ბაზრები ქართველ მეღვინეებს შორის დივერსიფიკაციის მიმდინარე ტენდენციებს გააღრმავებს, რაზეც ინდუსტრია ყოველწლიურად დაახლოებით 10-20 მლნ. ლარს ხარჯავს.” - წერს ავტორი. 

დღესდღეობით ქართული ღვინის საწარმოები განსაკუთრებით არიან კონცენტრირებულნი პოლონეთის, ჩინეთისა და აშშ-ს ბაზრებზე. ღვინის ექსპორტი 2021 წელს ახალ, რეკორდულ მაჩვენებს მისწვდა 234 მლნ. დოლარით. რუსეთისა და უკრაინის შემდეგ ცენტრალური ევროპის ქვეყნები ახლა ქართული ღვინის უმსხვილესი იმპორტიორები არიან. გასულ წელს პოლონეთში მთლიანი ღვინის იმპორტის 61% საქართველოდან იყო. ამავდროულად იზრდება ექსპორტი ჩინეთშიც (7%) , რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ღვინის იმპორტზე. მსოფლიოს საუკეთესო ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე14 ადგილასაა. სტატიას Intelli News-ის გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული