Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 80 თეთრამდე გაიზარდა

კახეთში რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 45 - დან 80 თეთრამდე გაიზარდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ტარიელ გაბუნიამ განუცხადა, ყურძენზე ფასის გაზრდა იმან გამოიწვია, რომ გასულ წელთან შედარებით წელს მოსავალი ნაკლებია, მოთხოვნა კი დიდი.
„ზოგიერთი ღვინის ქარხანა რქაწითელის ჯიშის ყურძენს 50 თეთრად იბარებს, ზოგი 65 თეთრად. ამას ემატება სუბსიდიაც 15 თეთრის ოდენობით და საერთო ჯამში რქაწითელის ყურძნის ფასი 65-80 თეთრის ფარგლებში მერყეობს. აქამდე ღვინის ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს, სუბსიდიის ჩათვლით, 45 თეთრად იბარებდნენ. ფასის კიდევ უფრო გაზრდა მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ წელს კახეთში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი.

© მედიანიუსი



გუშინ თბილისში 80 თეთრად ქონდათ გადამყიდველებს.


ე.ი. ლილოში დაკრიფეს. ყოველ შემთხვევაში სართიჭალას არ გაცდებოდნენ :))



როგორც ჩანს ეგრეა, "საფერავიც" ქონდათ 1 გელად, ხალხი ყიდულობდა, ვნახე და ვაქირულა აღმოჩნდა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული