Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ჰონგ-კონგის ღვინის პროფესიონალებისთვის ინფოტური მოაწყო

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში მოიწვია  ღვინის პროფესიონალები ჰონგ-კონგიდან - სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის - „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი - დებრა მეიბურგი, ღვინის მწერალი - სარა ვონგი, ჟურნალისტი - ლუსი მორგანი და ღვინის სერტიფიცირებული ექსპერტი, მაბელ ლაი. 

სტუმრებმა საქართველოში ერთკვირიან ინტერაქტიულ ენოტურში მიიღეს მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ დიდ და მცირე მეღვინეობებს. თბილისში ისინი ესტუმრნენ „თბილღვინოს“, „ბაგრატიონსა“ და „ლაგვინარს“; მცხეთაში - „შატო მუხრანსა“ და „იაგოს მარანს“; კახეთში - „მეღვინეობა ხარებას“, „შატო მერეს“, „შუხმან ვაინს ჯორჯიას“, „ბადაგონს“, „თელედას“, „ალავერდის მონასტრის ღვინოებსა“ და „თელავის ღვინის მარანს“. ვიზიტის დასასრულს მათ მოინახულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დაათვალიერეს საქართველოს ღვინისა და ვაზის კულტურასთან დაკავშირებული უძველესი ექსპონატები.

ღვინის პროფესიონალები ჰონგ-კონგის სხვადასხვა მედიის მომხმარებელს თავიანთი პუბლიკაციებით საქართველოს მეღვინეობებსა და ენოტურისტულ ცენტრებს გააცნობენ. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული