Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რომაული თუ გერმანული?

იმისათვის, რომ ღვინის წარმოშობა ზუსტად დავადგინოთ, ღირს თუ არა 1650 წლის წინანდელი ღვინის ბოთლის გახსნა? – ამის შესახებ ცხარე კამათი მიმდინარეობს არა ღვინის ექსპერტთა, არამედ გერმანელ ისტორიკოსთა შორის.

ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ზემოხსენებული ღვინო დამზადებულია 350 წელს და ითვლება აქამდე მოღწეულ ღვინის ბოთლთა შორის უძველეს ბოთლად. იგი ინახება გერმანიის ქალაქ პფალცის ისტორიულ მუზეუმში. ბოთლი დალუქულია ზეითუნის ზეთში არეული სანთლით. შიგნით მოთავსებულია მოთეთრო სითხე. ე.წ. რომაული ღვინო მუზეუმში მნიშვნელოვან ექსპონატს წარმოადგენს. რადგანაც ქალაქი პფალცი გერმანიაში ღვინის წარმოების მხრივ მნიშვნელოვანი ზონაა, ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ იგი შესაძლოა იყოს ადგილობრივი წარმოების პროდუქტი. ეს ბოთლი აღმოაჩინეს 1867 წელს გერმანიის ქალაქ შპაიერთან ახლოს არსებულ რომაელი დიდგვაროვანის სამარხში. პირველი მსოფლიო ომის დროს კაიზერის გერმანიის ქიმიკოსებმა გააკეთეს ბოთლის შიგთავსის ანალიზი, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ღვინის დეპარტამენტის მუზეუმის კურატორმა თქვა: “ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ვარაუდი, გაუძლებს თუ არა ეს ღვინო ჰაერის ზემოქმედებას მისი გახსნის შემდეგ და რა დარჩება მისგან. შემიძლია დავადასტურო ერთადერთი, რომ ბოთლში ნამდვილად სითხეა. ეს რარიტეტი პირადად მე ორჯერ მეჭირა ხელში და ამან ჩემში დიდი ვნებათღელვა გამოიწვია.”

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.