Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ შევაფასოთ ღვინო

ღვინის მოყვარულები, სასმლის შეფასებისას, მხოლოდ საკუთარ, სუბიექტურ შეხედულებებს ეყრდნობიან. პროფესიონალები კი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ ღვინის შეფასების ობიექტური კრიტერიუმები არსებობს, რომლებსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. გამოცდილი სომელიე და კომპანია Wine Elite Sommelier Co-ს მფლობელი, იორნ კლეინჰანსი, რომელიც თავის გუნდთან ერთად სისტემატურად იღებს მონაწილეობას ბრმა დეგუსტაციებში, ღვინის შეფასების სამ ძირითად კრიტერიუმზე ამახვილებს ყურადღებას.

პირველი კრიტერიუმი - ესაა ღვინის კომპლექსურობა. რაც უფრო მეტი ნოტი გამოირჩევა მის გემოში, მაგალითად, ვანილის, თამბაქოს, ქლიავის და ა.შ. მით უფრო მდიდარი და რთული გვეჩვენება სასმელი. ნოტების მრავალფეროვანი გამა ღვინის უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს. კლეინჰანსის თქმით, კომპლექსურობა ღვინის ხარისხის უპირველესი ნიშანი და ინდიკატორია.

მეორე კრიტერიუმია გამოკვეთილი გემო. რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული ღვინოში გემო, მით მეტი ნოტის აღქმაა შესაძლებელი.

მესამე კრიტერიუმი ღვინის დაბალანსება გახლავთ, რაც გულისხმობს სასმლის არომატული პალიტრის ჰარმონიას მჟავიანობასთან, ტანინებთან, სიმაგრესთან და სხვ.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ღვინის ტიპურობა. ღვინო უნდა ჯდებოდეს ჯიშისთვის დამახასიათებელ, განსაზღვრულ ჩარჩოებში.

 © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული