Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რას ანიჭებენ უპირატესობას ევროპელი ახალგაზრდები

ღვინის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში ღვინოზე მოთხოვნა დღითიდღე მცირდება. ეს საკითხი ევროპელ მწარმოებელებს ძალზე აღელვებთ და შესაბამისად, პრობლემის მოგვარებით ყველანი არიან დაინტერესებულნი. ლონდონის მარკეტინგული კვლევების სააგენტო Mintel-მა ვრცელი გამოკითხვა ჩაატარა და გაირკვა, რომ ახალგაზრდებს ხილისარომატიანი და ახალი ღვინოები იზიდავთ. გერმანელი ახალგაზრდების 71%, ესპანელების 59%, ფრანგების 58% და იტალიელების 42% უპირატესობას ხილისარომატიან და ტკბილ ღვინოებს ანიჭებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელ და ამერიკელ ახალგაზრდებს ერთნაირი გემოვნება აღმოაჩნდათ - მათთანაც ხომ muscatel-ის ტიპის ღვინის ბუმია ატეხილი.

გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს ტკბილი ღვინოები უფრო მოსწონთ, გერმანელთა 36%-ს, იტალიელებისა და ფრანგების 21%-ს და ესპანელთა 18%-ს მიაჩნია, რომ ტკბილი და ახალი ღვინო უფრო ხარისხიანია, ვიდრე მშრალი და დაძველებული. მოკლედ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღვინის შერჩევასთან დაკავშირებით ახალგაზრდებში დიდი გარდატეხა ხდება. მწარმოებელები კი იძულებულნი არიან, მათი გემოვნება გაითვალისწინონ. თუმცა მეღვინეთა სანუგეშოდ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრანგი ახალგაზრდების 50%, ესპანელების 35%, იტალიელთა 31% და გერმანელთა 28% მიიჩნევს, რომ ღვინის არჩევისას, უპირველესად, მის წარმომავლობას ითვალისწინებენ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.