Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის შედეგები ცნობილია

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია "ქართული ღვინისა" და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. როგორც კონკურსის ვებგვერდზე ვკითხულობთ, მისი მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა და სხვა ქევყნებში წარმოებული ქვევრის ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.

წელს კონკურსი ვაინ ჰანტერთან თანამშრომლობით ჩატარდა და მას The Qvevri WineHunter Award 2022 ეწოდა. ვაინ ჰანტერი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ყოველ წელს იტალიაში ტარდება, მერანოს ღვინის ფეტივალის ფარგლებში. კონკურსის ნომინაციებია: პლატინა - 95-100 ქულა, ოქრო - 93-94 ქულა, როსო - -90-92 ქულა.

კონკურსზე 3 პლატინა, 32 ოქრო და 107 როსოს ჯილდოს მფლობელი ღვინო გამოვლინდა.

პლატინის მფლობელი ღვინოებია:

იბერიული-ხიხვი, 2019, თეთრი მშრალი, ღვინის კომპანია „შუმი“

რქაწითელი, 2019, თეთრი მშრალი, „ღვინო ანბანი“

ქისი, თეთრი მშრალი, „კახური ღვინის მარანი“

ოქრო:

მცვივანი, ოქრო,2020, თეთრი მშრალი, „თბილღვინო“

მწვანე,2021,თეთრი მშრალი, „ანათა“

საღვინე-მწვანე, 2020, თეთრი მშრალი, „ქართული ღვინის სახლი“

მაყაშვილის ღვინის მარანი-მწვანე,2017, თეთრი მშრალი, „ვაზიანი კომპანი“

რქაწითელი, 2021,თეთრი მშრალი, „ანათა“

რქაწითელი,2019, თეთრი მშრალი, „მტევინო“

ვინობიზა-რქაწითელი ბიო, 2019, თეთრი მშრალი, „ღვინის კომპანია შუმი“

ქისი, 2020, თეთრი მშრალი, KateWine

ქისი,2020, თეთრი მშრალი, “კონჭო&კო.“

ქისი,2020,თეთრი მშრალი, „ამოა“

დურუჯი ველი-ქისი, 2019, თეთრი მშრალი, „კორპორაცია ქინძმარაული“

ხიხვი, 2019, თეთრი მშრალი, შაქარიშვილი

ქისი-ხიხვი, 2020, თეთრი მშრალი, Wine Wood

მაყაშვილის ღვინის მარანი-მუსაიფი, 2017, თეთრი მშრალი, “ვაზიანი კომპანი“

მწვანე, 2019, თეთრი მშრალი, „მარანი მილორაული“

მწვანე, 2019, თეთრი მშრალი, GRW

მცვივანი კახური, 2020, თეთრი მშრალი, „მარანი კასრელი“

რქაწითელი, 2021, თეთრი მშრალი, „კახური ღვინის მარანი“

რქაწითელი, 2020, თეთრი მშრალი, „ბაბუნიძის ღვინოები“

საღვინე-კახური, 2020, თეთრი მშრალი, „ქართული ღვინის სახლი“

ქისი, 2020, თეთრი მშრალი, „ქართული ღვინის სახლი“

ქისი, 2020, თეთრი მშრალი, „Wine Wood”

ხიხვი, 2021, თეთრი მშრალი, “Tales Wine”

ხიხვი, 2020, თეთრი მშრალი, „ვინე პონტო“

ხიხვი, 2020, თეთრი მშრალი, “ქვევრის ღვინის მარანი“

დურუჯი ველი - ალექსანდროული, 2021, წითელი მშრალი, “კორპორაცია ქინძმარაული“

ალექსონროული-მუჯურეთული, 2021, წითელი მშრალი, “ამბრა“

საფერავი, 2021, წითელი მშრალი, “39 ქვევრი“

საფერავი, 2019, წითელი მშრალი, „კახეთი & კომპანი“

შობილი-ცქრიალა, 2018, თეთრი მშრალი, „ღვინის კომპანია შუმი“.

დაჯილდოებული ღვინოების სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ. წელს ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე 400-ზე მეტი ღვინის ნიმუში წარადგინეს. ჟიურიმ თითოეული ღვინო გასინჯა და შეაფსა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ღვინის საწარმოებმა, მცირე მარნებმა, ინდივიდუალურმა მეღვინეებმა, კოოპერატივებმა და მეღვინეთა გაერთიანებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული