Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო საფრანგეთში

 

საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გადაცემა „საქმიანი დილის“ ერთ-ერთი თემა იყო. გადაცემის სტუმარმა, „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა, საფრანგეთში ბოლო ვიზიტებზე ისაუბრა, სადაც იმართებოდა ღვინის ფესტივალი „Les pénitentes". პატარა მარნების გამოცდილებასა და ქართულ ღვინოზე უცხოურ ბაზრების მოთხოვნაზე. ასევე, ახალ პოტენციურ იმპორტიორებზე, რომლებიც ქართული მცირე მარნების პროდუქციით საფრანგეთში, ფესტივალზე დაინტერესდნენ.

სტუმარმა შეაფასა 2021 წლის შედეგები და ის მთავარი გამოწვევები, რაც მთლიანად სექტორს აქვს, რასაც პანდემიური კონტექსტიც ემატება. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა. მთავარი პრობლემა სატრანსპორტო შეფერხებები იყო, თუმცა პანდემიურ წელს დარგმა გაუძლო, რაზეც გაყიდვებისა და მცირე მარნების რაოდენობის ზრდაც მეტყველებს. მთავარ გამოწვევად გადაცემის სტუმარი ფასებს ასახელებს - რაოდენობის ზრდაზე მეტად, ისეთი რესურსების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მცირე მარნების ღვინო უცხოური ბაზრის მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდეს. მთავარ საექსპორტო ბაზრებს მცირე მარნებისთვის გასულ წელს ევროპის ქვეყნები, ამერიკა და იაპონია წარმოადგენდა.

იაგო ბიტარიშვილის აზრით, მთავარი ამოცანა ახალი პატარა მარნების გაჩენაა, რასაც ხელს უწყობს რეგულაციების არარსებობა და ლიბერალური საკანონმდებლო ბაზარი. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და თავად პატარა მარნების აქტიურობა. ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების საშუალებით შესაძლებელია ახალი ბაზრების გაჩენა, რისი მაგალითიც სამხრეთ კორეაა. სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა პანდემიის გამო ტურიზმის შეფერხება, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი მარნებისთვის, რომლებიც ექსპორტზე მეტად ადგილობრივ ბაზარზე არიან დამოკიდებული.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული