Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალათა “რულეტი”

საჭირო მასალა: 4 ცალი მოხარშული სტაფილო, 3 ცალი მოხარშული კარტოფილი, 3 ცალი მჟავე ვაშლი, 4 ცალი მოხარშული კვერცხი, 150 გ. მოხარშული ან დამარინადებული სოკო, 300 გ. მოხარშული ქათმის ფილე, 10 ცალი ნიგვზის ლებანი, მარილი და მაიონეზი – გემოვნებით. სალათის ფოთლები და ზეთისხილი – მოსართავად.

მომზადება: კვერცხი, კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, შევაზავოთ მარილით. ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ვაშლი გავთალოთ, ამოვაცალოთ თესლი, დავჭრათ და ცოტა ხნით მარილ-წყალში მოვათავსოთ, რათა არ გამუქდეს. ნიგოზი მსხვილად დავჭრათ ან დავამტვრიოთ. თეფშზე დავაწყოთ სალათის ფოთლები, ზედ მოვათავსოთ მრგვალი მეტალის ფორმა ფორმა, მის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ გადაჭრილი მეტალის კონსერვის ქილა. ფორმაში ფენა-ფენა ჩავაწყოთ მომზადებული ინგრედიენტები და შიგადაშიგ წავუსვათ მაიონეზი, შევდგათ მაცივარში და 1-2 საათის შემდეგ მომზადებულ სალათას ფრთხილად მოვხსანთ მეტალის ფორმა, ზემოდან კი მოვაყაროთ ნიგოზი და დაჭრილი ზეთისხილი. 
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.