Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარლა კაპალბოს წიგნი ქართული ღვინის და კერძის კულტურაზე

ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი და ფოტოგრაფი კარლა კაპალბო (CARLA CAPALBO) საქართველოს თავისი წიგნით TASTING GEORGIA - A food and wine journey in the Caucasus ეწვია. 20 ივნისს წიგნის წარდგენა და მწერალთან შეხვედრა, კომპანია Living Roots-ის ორგანიზებით, მწერალთა სახლში შედგა. კარლა კაპალბო 14 წიგნის ავტორია, მათ შორის იტალიური კერძებისა და ღვინის შესახებ, რომელთაც არაერთი ჯილდო აქვთ აღებული ბრიტანეთსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კარლა კაპალბო  პირველად 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში და წიგნის დაწერის იდეა სწორედ მაშინ გაუჩნდა. 2015 წელს კი მწერალმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეაგროვა რეცეპტები და ამბები ადგილობრივ სამზარეულოზე და მეღვინეებზე.

წიგნზე მუშაობის დროს, მწერალი ესაუბრებოდა ღვინის მწარმოებლებს, აგროვებდა რეცეპტებს. თუკი თავიდან მას უფრო მეტად ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიცია აინტერესებდა, თანდათან, ღვინოსთან ერთად, ქართული კერძების, მუსიკისა და კულტურის კვლევაც დაიწყო.

წიგნი უხვადაა ილუსტრირებული თავად კარლა კაპალბოს მიერ გადაღებული ფოტოებით. TASTING GEORGIA ქართული ღვინისა და კერძის გასტრო-კულტურული გზამკვლევია ინგლისურენოვანი მკითხველისთვის. როგორც მწერალი აღნიშნავს, წიგნი დაიწერა იმისთვის, რომ დაეხმაროს მოგზაურებს გაიცნონ საქართველოს მდიდარი სამზარეულო და ღვინის კულტურა და იპოვონ საუკეთესო ადგილები მოსანახულებლად, აღმოაჩინონ ყველაზე გემრიელი კერძები, რომლის მომზადებასაც შინ შეძლებენ. მწერალს ჩაწერილი აქვს დიასახლისების თუ მეღვინეების მონათხრობი ამბები, რეცეპტები.

წიგნში მწერალი ყურადღებას ამახვილებს საოჯახო მარნებზე, რომლებიც ქვევრში აყენებენ ღვინოს. აღნიშნავს, რომ სწორედ ქვევრის მეღვინეები გახდნენ მსოფლიოში ქართული კულტურის ელჩები. მან ჩაწერა ინტერვიუ დაახლოებით 35 მეღვინესთან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წიგნში შესულია საკონტაქტო ინფორმაციებიც მარნების შესახებ.

უფრო მეტი ამბები წიგნის შესახებ - უამრავი ინფორმაციით, ქართული მეღვინეების მისამართებით და კერძების რეცეპტებით, ულამაზესი ფოტოებით - შეგიძლიათ გაიგოთ საიტზე, რომელიც წიგნის ერთგვარი გავრცობაა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017



ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია აქამდე გამოცემულ უცხოენოვან ლიტერატურა თაშორის.


მოლაპარაკე ქვევრი <3


მარტო ლაპარაკი? შენ უნდა ნახო რასა მღერის...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.