Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია

თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეწვია ბრიტანელი ღვინის ექსპერტი და მწერალი - რობერტ ჯოზეფი, რომელიც აქტიურად თანამონაწილეობს ქართული ღვინის 2015 წლის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში.

სხვადასხვა კვლევების მიხედვით რობერტ ჯოზეფი ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონად არის აღიარებული. ის ჟურნალ Wine International-ისა და ღვინის  მასშტაბური, საერთაშორისო კონკურსის International Wine Challenge-ის ერთ-ერთი დამაარსებელია, 2006 წლიდან კი - ჟურნალ Meininger's Wine Business-ის რედაქტორი. ჯოზეფი  28-ზე მეტი წიგნისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია ღვინის სფეროში, მას ორჯერ აქვს მიღებული გლენფიდიხის ჯილდო ღვინის მწერლობის მიმართულებით.

მარკეტინგული სტრატეგიის მომზადების პროცესი ითვალისწინებს მსოფლიოს მასშტაბით ღვინის სხვადასხვა ბაზრების ექსპერტებთან ადგილობრივი სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობას. სტრატეგია მოიცავს ერთი მხრივ, პროდუქტის განვითარების გეგმას მისი იმიჯის მოდიფიკაციისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით, აგრეთვე, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისადმი მიმართული სპეციალური ღონისძიებების ჩამონათვალს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს რობერტ ჯოზეფი უკვე მესამედ ეწვია. ის სამუშაო შეხვედრებს მართავს ბრიტანეთის, ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ბაზრების თავისებურებების გარშემო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ასოციაცია ქართულ ღვინოსთან. ცალკეული ბაზრების სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ექსპერტი, ღვინის დიდოსტატ ლიზა გრანიკთან (აშშ) ერთად მონაწილეობს ქართული ღვინის ზოგადი იმიჯის კონცეფციის შემუშავებასა და მის პოპულარიზაციაზეც. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფისა და გრანიკის ძალისხმევით, წელს საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ბორდოს ღვინის გამოფენაზე, სადაც ისინი ქართული ღვინის შესახებ სემინარებსაც გაუძღვებიან.

გუშინ საქართველოს ღვინის კლუბმა რობერტ ჯოზეფთან ვრცელი ვიდეო–ინტერვიუ მოამზადა, რომლის გაცნობაც ღვინის მოყვარულებისთვის უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი.

ფოტოზე: რობერტ ჯოზეფი, თინა კეზელი (ასოციაცია ქართული ღვინო), მალზახ ხარბედია (საქართველოს ღვინის კლუბი). ნიკოლოზ გრძელიშვილის ფოტო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული