Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ინდუსტრიის მოსალოდნელი საფრთხეები - ენდრიუ ჯეფორდი

ზამთრისკენ ხიხათას უღელტეხილზე ნაცრისფერ ტყეს მსხვილი ფანტელები ანათებს ხოლმე, ეს ქედი საქართველოს იმერეთის რეგიონისა და მისი მეზობლის, რაჭის გამყოფია, რომლის ხშირად ციცაბო, დაქანებული ვენახები მდინარე რიონზე ეშვება.” - ვკითხულობთ Decanter-ზე, სადაც ენდრიუ ჯეფორდი, ღვინის ექსპერტი და მწერალი საქართველოზე, ქართულ ვაზის ჯიშებსა და შესაძლო პრობლემებზე საუბრობს.

რაჭა არ არის დიდი რეგიონი, სულ რაღაც 609 ჰექტარი ვენახია, მისი ვენახების ხარისხი და ადგილობრივი ჯიშები (განსაკუთრებით წითელი ალექსანდროული, მუჯურეთული და უსახელოური, თეთრი რაჭული მწვანე, ცოლიკოური და რაჭული თეთრა) რეგიონს მზარდი ინტერესის წყაროდ აქცევს, ბოლო წლებში  ვენახებიც მომრავლდა და მსხვილი საწარმოებიც: “თუმცა პრობლემაც აშკარად ჩანს, ყველაზე ცნობილი რაჭული ღვინო ნახევრად ტკბილი წითელი ხვანჭკარაა, არც ისე კომპლექსური, მაგრამ ხანდახან საკმაოდ მომხიბვლელი ღვინო. რუსეთში ხვანჭკარა ძვირად ფასობს. რაჭაში კი მიწის მყიდველთა უმრავლესობა ხვანჭკარის დასაყენებლად აშენებს ვენახს, თუმცა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ქართველებს განსაკუთრებით აწუხებთ რუსეთში ექსპორტირებული ღვინო.” - ვკითხულობთ “დეკანტერში”. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გარდა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია არავის დავიწყებია: “რატომ უნდა დაკმაყოფილდეს მანკიერი ექსპანსიონისტი მეზობლის წყურვილი?” - წერს ავტორი. 2021 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა 107 მლნ. ბოთლი შეადგინა, აქედან 62 მლნ. რუსეთში გაიგზავნა. ვითარება არამხოლოდ უსიამოვნოა, არამედ, ქართული ღვინის ბიზნესის მომავლის მაკონტროლებელია: “თანამედროვე ქართულ ღვინოს მხოლოდ მაშინ შეუძლია აყვავება, თუ ის განავითარებს გრძელვადიან ურთიერთობებს იმ მომხმარებელთან, რომელიც მშრალი ღვინის ტექსტურას, დახვეწილობასა და ნიუანსებს აფასებს.” - წერს ენდრიუ ჯეფორდი. 

ზოგმა კომპანიამ მთლიანად უარი განაცხადა რუსეთში ღვინის ექსპორტზე. ის მწარმოებლები, რომლებიც არ გამოვიდნენ რუსეთის ბაზრიდან და მაინც ყიდიან რუსეთში ღვინოს, თავიანთ მოგებას შემოსავლიდან (რომელსაც ნაწილობრივ რუსებისგან იღებენ) უკრაინას უნაწილებენ და გამოდის რომ იქიდან შემოსული თანხა, ისე, რომ თავად რუსი მიმხარებლები ვერ აცნობიერებენ, ხმარდება უკრაინას. ავტორი საქართველოში ვიზიტისას “გოგი მარგველიძის” მარანს ესტუმრა, როგორც მეღვინე ამბობს, ნახევრადტკბილი ღვინის დაყენება ბევრად მარტივი იყო მაშინ, როდესაც ზამთრის სიცივეები აპრილის დასასრულამდე გრძელდებოდა. ახლა, როდესაც კლიმატი შეიცვალა და დათბა, ღვინოც სიმშრალისკენაა მიდრეკილი: “გოგის ალექსანდროულში, მაგალითად, ნამდვილად იგრძნობთ რაჭის პოტენციალს” - აღნიშნულია სტატიაში. 

ავტორი საუბრობს “ნაბერაულის” მარანზე, “გონაძის ვენახებსა”, და “მელიტონზე”, რომელსაც მრავალძალიდან ცნობილი რაჭველი მეღვინე წყვილი მართავს. 

გარეთ, ბორცვებზე, ხურმა შიშველ ტყეს აფერადებს, პატარა, მაგრამ ტკბილი, მრგვალი მსხლები ვენახებზეა მიმოფენილი. ახლა ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ რაჭაში გაზაფხული აუცილებლად მოვა.” - სტატიას Decanter-ზე გაეცნობით.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული