Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართულ ბაზარზე ახალი სასმელი გამოჩნდება

ღვინის კომპანია ``შუმი`` უახლოეს 2–3 კვირაში მომხმარებელს ახალ, ექსკლუზიურ პროდუქტს 280 ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ სასმელს ``ზიგუს`` შესთავაზებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ჯუმბერ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიას საკუთარ ღვინის ქარხანაში მუზეუმი აქვს, სადაც გადაშენების გზაზე მყოფ ვაზის ჯიშებს აგროვებს და ახალი პროდუქტიც ამ იშვიათი მასალისგან არის დამზადებული. იშვიათი ჯიშების გარდა ``ზიგუს შემადგენლობაში ღვინო, კონიაკი და არაყიც იქნება. ესქკლუზიური სასმელი სავარაუდოდ 20–25 დოლარი ეღირება. რაც შეეხება წლევანდელ რთველს, ``შუმი`` საერთო ჯამში 900 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას აპირებს, მათი ნაწილი საკუთარი ვენახების მოსავალია, ნაწილს გლეხებისგან შეიძენს და მიღებული მოსავლისგან 600 ათასამდე ბოთლ ღვინოს დაამზადებს.

``შუმის`` ღვინოები ძირითადად ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა უკრაინა, ყაზახეთი, გერმანია, ჰოლანდია, ამერიკა და კანარის კუნძულები. მომავალი წლიდან კომპანია საექსპორტო ბაზრის გაფართოებას სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით აპირებს. ``შუმი`` 27 დასახელების ღვინოს აწარმოებს, მათ შორის 9 ექსკლუზიური პროდუქტია. საქართველოს ქსელში ``შუმის`` ღვინოების ფასი 4–დან 8–9 ლარამდე მერყეობს.

რადიო "კომერსანტი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.