Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოქრო ლუდში

ლუდი ნაკლებად მოიაზრება ელიტურ სასმელად, თუმცა, თურმე შესაძლებელიაის ელიტურადაც იქცეს, თუ მას დავუმატებთ... ოქროს!  ფრანგებმა მართლაც აღარ იციან, რით გააოცონ ევროპის მოსახლეობა... კომპანია Brasserie du Pays Fleming-მა გადაწყვიტა გაერისკა და შეექმნა ყველასათვის ხელმისაწვდომი ლუდის ელიტური, თუმცა კი ბიუჯეტისთვის წამგებიანი ვარიანტი. მათ მიერ შექმნილი ლუდი ჩვეულებრივი ტექნოლოგიით, მაგრამ ერთადერთი ახალი და უცნაური ინგრედიენტის - ოქროს დამატებით იხარშება. 24 კარატიანი ოქროს ნაწილაკები, როგორც ამას ლუდის მწარმოებლები აღნიშნავენ, სასმელს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს.

ცნობილია, რომ განსაზღვრული რაოდენობით ოქროს მიღება სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის და მართლაც, ეს საოცარი სასმელი - სახელწოდებით 24 Carats- ხსნის სტრესს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამჟამად სულ გამოშვებულია 24 Carats-ის 0.75 ლიტრიანი 2000 ბოთლი. თითოეული ბოთლის ფასია 65 აშშ დოლარი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული