Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ომის მიუხედავად ევროპიდან ღვინის ექსპორტი რუსეთში იზრდება

მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ევროპიდან ღვინის ექსპორტი რუსეთის მიმართულებით მაინც იზრდება. როგორც იტალიის სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა ასოციაცია, Coldiretti აცხადებს, იტალიიდან რუსეთში ღვინის ექსპორტის 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასულ წელს და რეკორდულ მაჩვებელს, 172 მლნ. ევროს მიაღწია. 

2022 წელს რუსეთში გასული ღვინის ნახევარზე მეტს ცქრიალა ღვინო შეადგენდა, განსაკუთრებით დიდი წილი ჰქონდა Prossecco-ს, რომლის გაყიდვებმაც 48 მლნ. ევროს მიაღწია, ეს კი 30%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.

28%-ით არის გაზრდილი იტალიური ცქრიალა ღვინის საერთო გაყიდვები, რომლის რაოდენობამაც 91 მლნ. ევროზე მეტი შეადგინა. თეთრი და წითელი ღვინის ექსპორტი კი შედარებით ნაკლებადაა გაზრდილი, 5%-ით და 81 მლნ. ევროს უდრის. 

ევროპიდან ექსპორტის ზრდა, რომელზეც გავლენა არ მოახდინა ომთან დაკავშირებულმა სანქციებმა, იტალიას რუსეთის ღვინის მესამე ყველაზე დიდ მიმწოდებლად აქცევს საქართველოსა და ესპანეთის შემდეგ. როგორც ვკითხულობთ, ევროკავშირის კომპანიებს კანონით ნებადართული აქვთ ღვინის ექსპორტი რუსეთში, თუ თითოეული ბოთლის ღირებულება 300 ევროს არ აღემატება. 

დეკემბერში, ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის მიერ მოკვლეულმა სავაჭრო მონაცემებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა 2022 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე. ტოპ ექსპორტიორებს შორის კი იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი იყვნენ. 

ესპანეთის ღვინის მარკეტინგის ორგანოს OEMV-ს დირექტორმა რაფალ დელ რეიმ Wine Searcher-ს განუცხადა, რომ გლობალური ღვინის მიწოდება რუსეთში 39%-ითაა გაზრდილი 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე, რაც 207 მლნ. ევროდან 287 მლნ ევრომდე ზრდას ნიშნავს. Atlas World Trade-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით კი, რომელიც საბაჟო სააგენტოების მონაცემებს ეფუძნება ევროპის ქვეყნებიდან, შეგვიძლია ვთქვთ, რომ ცქრიალა ღვინის რეექსპორტი რუსეთში ლატვიის გავლით გაორმაგებულია. 

ევროკომისიის ღვინის მონაცემების სტატისტიკის მიხედვით კი ევროკავშირმა გასული წლის ნოემბერში 130, 4 მლნ. ევროს ღვინო გაიტანა რუსეთში, 2021 წელს კი -  89 მლნ-ს. 

საფრანგეთის შამპანურის ბიურომ  უარი თქვა ექსპორტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ გადაზიდვები რუსეთის მიმართულებით გაგრძელდა. იმავდროულად, მარტინ გუჯისი, Avelada-ს, მსხვილი პორტუგალიური ღვინის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ღვინის მიწოდებას ომთან კავშირი არ აქვს: “ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ თუ არა რუსეთში, ეს ომზე არანაირად არ მოქმედებს” - ამბობს გუჯისი, რომელმაც 2022 წლის განმავლობაში 17%-ით გაზარდა ვაჭრობა რუსეთთან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული