გამოქვეყნებულია: 16 ოქტომბერი, 2013 - 18:51
საჭირო მასალა: 350 გ ისპანახი, 75 გ გარჩეული ნუში, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ცალი ბროწეული, 200 მლ იოგურტი, 1 ცალი ლიმონი, მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. ნუში მსხვილად დავფქვათ. ხახვი და ნიორი წვრილად დავკეპოთ. ნუში მოვხალოთ და გავაგრილოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ. დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ისპანახი, მარილი და პილპილი. 2 წუთში დავასხათ 2 ს.კ. წყალი და 1 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. სალათას შევურიოთ ბროწეულის მარცვლები, იოგურტი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი