გამოქვეყნებულია: 19 ივლისი, 2018 - 20:57
სტილი: კახური ქარვისფერი, ტრადიციული ქვევრის ღვინო, 4 თვე ჭაჭაზე დავარგებული, 4 თვე ჭაჭის გარეშე, ასევე ქვევრში.
ადგილი: კახეთი, ყვარელი
ჯიში: მწვანე კახური
ალკოჰოლი: 13%
ფერი: მოოქროსფრო ქარვისფერი
სურნელი: პირველ რიგში მოტკბო არომატებს იგრძნობთ, სადაც დაშაქრულ თხილს ჭერმის ჩირისა და ნიგვზის ტონები ავსებენ
გემო: გემოზე ეს არომატები კიდევ უფრო ზუსტდება, სასიამოვნო, ხავერდოვანი ტანინები კი დაბოლოებას ახანგრძლივებს
კერძი: საქონლის მოხარშული ხორცი (ხაშლამა), ჩაქაფული, შემწვარი ფრინველი, ღორის მწვადი.
მიტანის ტემპერატურა: 12–14°
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თემა:
თქვენი კომენტარი